სალმანი ბავშვებისთვის

სალმან რუშდის ალბათ ყველა მკითხველი იცნობს. ზოგს მეტად მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, თუმცა მისი ცხოვრების არაორდინალური ისტორიის შესახებ მაინც ყველას სმენია – ის ხომ “ჩვეულებრივი” ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარა. უბრალოდ კი არ აიკრძალა მისი წიგნი, არამედ პირდაპირ მას – თავად ავტორს – მიესაჯა სიკვდილი. ასეთი ამბის გადატანა არც მისთვის იყო ადვილი, არც მისი მეუღლეებისთვის (ერთი რამ კია “უცნაური” – მიუხედავად ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებისა სალმანი არასდროს არაფერს დაჰკლებია და პირადი ცხოვრებაც არ დავიწყებია) და განსაკუთრებით შვილებისთვის, თუმცა მწერალი მამა ხომ იმით გამოირჩევა სხვა პროფესიის მამებისგან, რომ ყოველთვის მზად აქვს “მხსნელი”, “გამამხნევებელი” ამბები. სწორედ ასეთი თავგადასავლები შეუქმნა სალმანმა თავის შვილებს ზაფარსა და მილანს და მათთვის დაწერა წიგნები ისტორიების მთქმელ მამასა და მის ორ შვილზე. მეტი

ამბავი ჯოზეფ ანტონისა

Copy of 11053194_831725520245383_2366035578957099359_nთანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, მაშინ სალმან რუშდისაც უნდა იცნობდეთ. მისი წიგნების ქართული თარგმანები ხომ ისეთ დიდ გამომცემლობებს ეკუთვნით, როგორებიცაა “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “პალიტრა L”. თუმცა მისი წიგნების გამოცემა ჩვენთან მაშინ დაიწყო, როდესაც ეს უკვე უსაფრთხო გახლდათ. ამ სიტყვებს რომ ვწერ, თავადაც ვერ ვიჯერებ, რომ მე-20 და 21-ე საუკუნეებში ლიტერატურაზე საუბრისას სიტყვა “უსაფრთხოებას” ვიყენებთ, მაგრამ ასეა. სალმან რუშდი წლების მანძილზე იმალებოდა ჯოზეფ ანტონის სახელის მიღმა, რათა თავი დაეცვა ირანის სულიერი ლიდერ(ებ)ის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენისგან! მეტი

ზაფხული სულაკაურთან ერთად

1394327_484209401611315_273841973_nჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ეს არის ჰეზელ გრეისისა და ავგუსტუს უოტერსის ისტორია, რომლებსაც სიყვარული ძალიან შეუფერებელ დროს ესტუმრათ – მაშინ, როდესაც უკურნებელ სენს ებრძოდნენ. ებრძოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ ნებდებოდნენ და ოცნებობდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო მათთვის, შესაძლოა ვერც კი გადაეტანათ გრძელი გზა ამსტერდამისკენ, რომელიც მათ საყვარელ მწერალთან აშორებდა… და მათ გაიმარჯვეს – დაამარცხეს სიბრალული და უიმედობა… მეტი

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n მეტი

შემოდგომა აზიასა და აფრიკაში

532368_10151311633067801_350978243_n

სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” – 1947 წლის 15 აგვისტო, ზუსტად შუაღამე… ჯავაჰარლალ ნერუმ ტელევიზიით ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობიაროში კი სალემ სინაი დაიბადა – “შუაღამის შვილი”… პრემიერ-მინისტრის წერილისა არ იყოს, სალემის ცხოვრება ახლადდაბადებული ინდოეთის ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა – მისი და სხვა შუაღამის შვილების (სულ 581), სალემის გარემოცვის ცხოვრება ისე გადაეჟაჭვა ინდოეთის მომავალს, რომ მათ შორის საზღვარი გაქრა. სალემი (ინდოელ მარკესად წოდებული რუშდი) დაპყრობილი და დამოუკიდებელი ინდოეთის, მისი დაშლისა და შემდგომი მმართველობის შესახებ გვიამბობს (ინდირა განდისა და მუსლიმური პაკისტანისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ სალმან რუშდი ბრიტანეთში ცხოვრობს). 1910-1976 წლების ინდოეთის (ნაწილობრივ პაკისტანისა და ბანგლადეშის) გაცნობა თუ გსურთ სწორედ შუაღამის შვილს – სალემ სინაის უნდა მიმართოთ! მეტი