აგვისტოს უცნობი გმირები

“შეიძლება ისევ და ისევ იმიტომ იწყება ომები, რომ ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე იგრძნოს, როგორ იტანჯება სხვა”. – ერიხ მარია რემარკი – “დაბრუნება”

აგვისტოს ომი ისაა, რაც გვაერთიანებს… რაც ყველას ერთნაირად გვტკივა… ესაა ომი, რომელიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ერთად ვნახეთ და ერთად გადავიტანეთ… მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც პირადად განიცადეს ყველაფერი. თუ ბევრი ჩვენგანისთვის ეს ომი დაუვიწყარი, თუმცა მაინც “შორეული” ტკივილია, მათთვის ამ რამდენიმე დღეში მთელი ცხოვრება შეიცვალა… მეტი

შეწყვეტილი ცხოვრება

ოდესმე ჩაღრმავებიხართ საკუთარ ფსიქიკას? ალბათ ტრადიციული გაგებით “ჯანმრთელი” ადამიანები ამ თემაზე არც კი ფიქრობენ… თუმცა ვინ არის რეალურად ჯანმრთელი და ვინ არა? აი ამაზე კი ნამდვილად ბევრს იფიქრებთ, თუ სუზანა კეისენის წიგნს გადაშლით. მეტი

თოვლიანი ქალაქი წყალზე

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს; ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა; ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგეს!“ – სალომე ბენიძე

11224216_473851942795452_6309627038054673386_nწყლით გარშემორტყმულ ქალაქში (რომელიც კითხვისას გამუდმებით დათოვლილად წარმომედგინა) ქალები ცხოვრობენ… ერთი შეხედვით მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ბოლოს თითოეული მათგანის ცხოვრება მისტიკური ძაფებით უკავშირდება სხვების წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა და მარია სულ სხვადასხვაგვარნი არიან, თუმცა ანა-ულრიკეს ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება და თითქოს შვიდი ქალი ერთიანდება… ისინი ერთიანდებიან ერთი რამისთვის – რათა უთხრან ყველას, რომ ყველაფერი ხდება – შეიძლება უამრავი რამ გადაგხდეს თავს, მაგრამ მაინც არასდროს უნდა დანებდე. წინ ყოველთვის არის რაღაც – ახალი და ამჯერად ნამდვილი სიყვარული, საკაცობრიო მნიშვნელობის მიზანი ან სულაც უბრალოდ რაღაც გაურკვეველი ნათელი წერტილი. ცხოვრების თავიდან დაწყება ყოველთვის ღირს და შიში არ ნიშნავს დასასრულს. მთავარი მისი დაძლევაა… მთავარია საყვარელი ადამიანის დაკარგვისას თუ სხვა “გადაულახავი” ბარიერის წინაშე მოხვედრისას ფარ-ხმალი არ დავყაროთ და მხრებში გამართულებმა განვაგრძოთ გზა… მაგარი გოგოები ასე იქცევიან. ეს წიგნი კი სწორედ მათზეა – ჩვეულებივ მაგარ გოგოებზე…

P.S. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიას პროზა მირჩევნია, ამ წიგნის მთავარ სილამაზედ მაინც საოცარი პოეტურობა მიმაჩნია 🙂 ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო გარეკანის დიზაინი და ილუსტრაციები. მგონია, რომ თათია ნადარეიშვილის ნამუშევრების გარეშე წიგნი სრულყოფილი ვერ იქნებოდა 🙂 …თქვენ კი გირჩევთ, რომ ბათუმელების ეს წიგნი მოიძიოთ. მოცულობით ძალიან პატარაა და ვფრთხილობ, რომ ზედმეტი არაფერი წამომცდეს, თუმცა იმას კი აუცილებლად გეტყვით, რომ თუ თქვენი გემოვნება ჩემსას ემთხვევა, მაშინ რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაატარებთ 🙂

ოქროს გალია: სამი ძმა, სამი არჩევანი, ერთი ბედი

შირინ ებადი ირანელი სამართალდამცველი და მწერალია (ნობელის პრემიის ლაურეატიც), ფარი – მისი უახლოესი მეგობარი. ფარის სამი ძმა ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს ერთმა ძმამ შაჰის სურათი დაკიდა  კედელზე, მეორემ – კომუნისტი ლიდერების, მესამემ – აიათოლა ხომეინის. ამ სამმა დღემ ფარის სანიმუშო ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა. სამმა ძმამ სამი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ერთი ბედი ხვდათ წილად – ისინი ოქროს გალიაში გამოიკეტნენ, მოჩვენებით ბედნიერებას შეეფარნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ… მეტი

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n მეტი