კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ედემზე! გგონიათ, რომ ეს სახელი ყველაფერს ნათელს ჰფენს და პან სტანისლავმა სამოთხეში მიგიწვიათ? სულაც არა. პირიქით – თქვენ ინჟინერთან, ექიმთან, ქიმიკოსთან, ფიზიკოსთან, კოორდინატორსა და კიბერნეტიკოსთან ერთად ჯოჯოხეთში მოხვდით! დიახ, ჩემთვის ეს ცალსახად ჯოჯოხეთია. სხვა განმარტებას ვერ ვუძებნი ადგილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საოცარი სილამაზისა გახლდათ, რეალობაში საშინელი არსებებით აღმოჩნდა დასახლებული… თუმცა რა რის მათში ასეთი საშინელი? ალბათ ის, რომ მათი “უცნაური” გარეგნობა საოცრად დეტალურადაა აღწერილი და, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (აბა წარმოიდგინეთ, ორი სხეული ერთში)… სხვა ყველაფერი კი ძალიან “ჩვეულებრივია” – ექვსი ასტრონავტი ახალი პლანეტის დასათვალიერებლად გაემართა და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა უცხო არსებებთან (სავარაუდოდ – გონიერ არსებებთან), რომელთა ცივილიზაციაც, მე თუ მკითხავთ, დედამიწისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა (რაშია მსგავსება, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… როგორ დასრულდა მათი “კონფლიქტურ-მშვიდობიანი” ურთიერთობა, თავად ნახეთ… ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ედემი ნამდვილად საოცარი ადგილია… საოცრად საშინელი ადგილი… მეტი
ედემ-ზე სტანისლავთან ერთად
11 აპრილი 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ედემი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სტანისლავ ლემი
მისტერ კლიფორდის სადგური
21 მარ 2016 3 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გადასაჯდომი სადგური, კლიფორდ საიმაკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მახლობლად ინეკ უოლისი ცხოვრობს… თუ მას არ იცნობთ, აუცილებლად იფიქრებთ, რომ წარმოსადგენი აქ არაფერია. ცხოვრობს ამერიკელი ინეკი თქვენს გვერდით და იცხოვროს… მაგრამ როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ფანტაზია უნდა ჩართოთ და “გზას გაუდგეთ”. აბა დაფიქრდით – განა ბევრია დედამიწაზე ადამიანი, რომლის ასაკიც 100 წელს აღემატება, გარეგნობა კი 30 წლის ახალგაზრდა კაცისა აქვს? დიახ, ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობდა, სანამ მას მისტერ კლიფორდი შექმნიდა. ახლა კი არსებობს და მეტიც – მას კიდევ ბევრი საინტერესო ჩვეულება თუ თვისება აქვს. მაგალითად, ინეკი მხოლოდ მცირე ხნით გამოდის სახლიდან, არავისთან ურთიერთობს გარდა ფოსტალიონისა, რომელსაც მისთვის საკვები, გაზეთები და წიგნები (ძირითადად სამეცნიერო ხასიათის) მოაქვს… კიდევ მელანი და რვეულებიც, რომლებსაც ვინ იცის, რისთვის იყენებს. კიდევ ინეკს მუდამ თანს აქვს იარაღი, თუმცა მას არასდროს იყენებს. მისი სახლი კი ისეთია, რომ შიგნით ვერაფრით შეაღწევთ (თუ, რა თქმა უნდა, კლიფორდმა არ შეგიყვანათ)… მეტი
მომავლის სამყარო დიკისგან
18 მარ 2016 4 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:განსხვავებული აზრი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოთამაშეები ტიტანიდან, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფილიპ დიკი
მომავლის სამყაროზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? თუ სამეცნიერო ფანტასტიკა გიზიდავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მათ შორის იქნებოდნენ დიდებული რეი ბრედბერი და აიზეკ აზიმოვი, თუმცა თუ ფილიპ კ. დიკს არ იცნობთ, ჩათვალეთ, რომ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გინახავთ. რატომ? ახლავე გიამბობთ. მეტი
მარადისობის აღსასრული
15 მარ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აიზეკ აზიმოვი, გიორგი ხარაიშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადისობის აღსასრული, მარინა მელიწკაური, მარინა ქართველიშვილი, ნაკადული, ნანა მელიწკაური, ნორა ქართველიშვილი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
სიტყვა მარადისობა დროის უსასრულო პერიოდს ნიშნავს. უსასრულობა კი ვერ დასრულდება… თუმცა ვინ იცის? აიზეკ აზიმოვის სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია – მათ შორის მარადისობის აღსასრულიც… მეტი
თავად აზიმოვის ღმერთები
22 თებ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აზიმოვი, თავად ღმერთები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა
„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან.“ (ფრიდრიხ შილერი)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 22-ე საუკენეში! გგონიათ, რომ სამოთხეში მოხვდით? სულაც არა. დედამიწაზე ზუსტად ისეთივე არეულობაა, როგორიც გუშინ ან გუშინწინ იყო. მერე რა, თუ ენერგიის ალტერნატიული წყარო აღმოაჩინეს. ყველაფერი მაინც სიმდიდრისა და პატივმოყვარეობის გარშემო ტრიალებს. პირველი ნაწილიც ასე იწყება – “ელექტრონული ნასოსის” გამომგონებელ ჰელერს არც ის ადარდებს, რომ მისი “შედევრი” (თუ სხვისი) შეიძლება კატასტროფად იქცეს და არც ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ამაზე… არ აინტერესებს და მორჩა… მეტი
როგორ მოვხვდი მარსზე
07 დეკ 2015 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ენდი უირი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარსელი, მარსი, მეთ დეიმონი, სამეცნიერო ფანტასტიკა, წიგნები ბათუმში
რამდენიმე საათის წინ მარსიდან დავბრუნდი… არა, არ შეგეშინდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ ვწერ, არც ნასადან. მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, თხევად ნატურალურ (!) წვენს მივირთმევ, მყარ (!) შოკოლადს ვაყოლებ და ვცდილობ გიამბოთ როგორ მოვხვდი მარსზე.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთელი მსოფლიო ენდი უირსა და მარკ უოტნიზე ალაპარაკდა. ვერ გეტყვით, რომ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ბევრი სანდო ადამიანის “ჯგუფურ” აღფრთოვანებას, როგორც წესი, “ვამოწმებ”. ჰოდა, გადავშალე წიგნი და მარსზე ამოვყავი თავი… არა, ეს შესაფერისი სიტყვა არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ პირდაპირ ტრაკში აღმოვჩნდი… ჰო, კარგი, ვიცი, რომ “არალიტერატულ” სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მარკ უოტნის მსგავსად მარტო დარჩით შუა მარსზე და ჩემსავით ადვილად დაიკიდებთ 🙂 სხვა არც არაფერი დამრჩენია – მარკი ბოტანიკოს-ინჟინერი მაინცაა, ქიმია ცოტათი მაინც ესმის და აგერ უწყლო წითელ პლანეტაზე კარტოფილის წარმოებაც კი გააჩაღა… და მე რას ვიზამ მის ადგილზე? ვერც ვერაფერს… უბრალოდ დამენძრევა… არა, რაღაც თვისებები მეც მექნება – ნასა მთლად მაღლივში ნასწავლი მათემატიკის ხარჯზე არ გამიშვებს მრავალმილიონიან კოსმოსურ მისიაში, თუმცა ვინ იცის… რამდენ დღეს გავქაჩავ დედამიწიდან გამოგზავნილი დახმარების მოლოდინში? ნამდვილად არ ვიცი… ერთი რამ კი ვიცი – თუ ოდესმე მშობლიური პლანეტის დატოვება მომიწევს, თან მრავალფეროვან ლიტერატურულ, მუსიკალურ და ტელე-კოლექციას წავიღებ (მტერმა იკითხა სულ აგათა – მერე რა, თუ მაგარი მწერალია… და პუტინმა უსმინა და უყურა სულ დისკოს / “ცრემლიან” სერიალებს)… და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ რეალურად ვერავინ მიხსნის – იუმორი საიმედოდ უნდა “ავლესო”, ტვინი და ტრაკი უნდა გავანძრიო და წინ დედამიწისკენ! მეტი
“ყვავილები ელჯერნონისთვის”
12 მარ 2012 16 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დენიელ კიზი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ყვავილები ელჯერნონისთვის
შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების (ეს განსაზღვრება არ მიყვარს, მაგრამ ოფიციალურად მათ სწორედ ასე უწოდებენ) პრობლემებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ზოგჯერ სინამდვილეს ლიტერატურაში უფრო ვხედავთ. ხშირად რეალურად ასეთ თემებს ძალიან ზედაპირულად უყურებენ. ბოლოს ამ საკითხს ერთ-ერთ ჩემთვის საინტერესო ლიტერატურულ ბლოგზე გადავაწყდი და გადავწყვიტე გავცნობოდი დენიელ კიზის “ყვავილებს ელჯერნონისთვის”.
ეს არის მოთხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, მაგრამ მიუხედავად მცირე მოცულობისა,საოცრად ემოციურია. საქმე გვაქვს ექსპერიმენტთან, რომელმაც გონებასუსტი ჩარლი ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა… მეტი
ბოლო კომენტარები