ისევ აკა…

nyj2fაკა მორჩილაძეზე ძალიან ხშირად გიყვებით. ეს იმიტომ, რომ მისი წიგნები 1992 წლიდან გამოდის, მე კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე მათი კითხვა. მე თქვენ გეტყვით და ნელი ტემპით წერს და უცებ დავეწეოდი 🙂 თუმცა მაინც დავეწიე და ახლა ბოლო (ჯერჯერობით) წიგნებზე მინდა გიამბოთ (საფეხბურთო ამბებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ცალკე მიმოვიხილავთ). More

ესპერანსული ქრონიკები

ექსპო ჯორჯიაში წიგნის დღეებზე წასვლამდე უკვე ვიცოდი, რომ მალე კუნძულ სანტა ესპერანსაზე მოვხვდებოდი. ისიც ვიცოდი, რომ აკას ეს წიგნი 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნადაა აღიარებული (ჯერჯერობით), თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ წინ ასეთი მრავალფეროვანი მოგზაურობა მელოდა.

გამოგონილ სამყაროში მოხვედრა ჩემთვის ახალი არ გახლავთ, მაგრამ კუნძული, რომელიც ერთდროულად ქართულიც არის, თურქულიც, იტალიურიცა და ინგლისურიც ნამდვილად არასდროს მინახავს. სანტა ესპერანსა საქართველოა (ალტერნატიული – ბრიტანეთის ქვეშევრდომი) და არც არის. უფრო კი არის… მხოლოდ ქართველი ავტორი თუ შექმნიდა ლეგენდას ჩიბუხზე, ბანქოს თამაშ ინტს, მოდარდე ქალებს, აგათა კრისტივით “მოხერხებულ” დედოფალს, თბილისიდან გამოქცეულ ნიკას… იქნებ იფიქროთ, ვენდეტა, ოჯახური მტრობა და შინაომები უფრო იტალიურს ჰგავსო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიცილიურ მაფიასაც კი არ აქვს ისეთი გრძელი ხელები, როგორც “თბილისურ სისხლის აღებას”. ქართველის გარდა, ვერავინ ატეხდა შფოთს ბრიტანელთა გასვლისთანავე (თუ უფრო ადრე არა)… და სალომეა ვისრამიანივით ვერავინ ჩაიდენდა საბედისწერო სისულელეს (ბევრი ქართველიც კი). მას ხომ შეეძლო ალესანდრო და კოსტასთან ერთად იტალიაში, თურქეთში, ინგლისში ან სულაც საქართველოში გაქცეულიყო, მაგრამ ოჯახს ვერ უღალატა და ძირითად ამბებამდე ოცი წელიწადი ტანჯვაში გაატარა (ალბათ ძალიან ქალური მიდგომაა, მაგრამ უამრავ საინტერესო ხაზს შორის სწორედ ეს არის ჩემი ფავორიტი)… More

“თეთრი სერია” – გაგრძელება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალები რას ნიშნავს ჭეშმარიტი მკითხველებისთვის, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. ეს არის დღეები, როდესაც “ლიტერატურული შიმშილით” შეწუხებული კლიმები ექსპო-ჯორჯიას პავილიონის აუტანელ სიცხეში დავეხეტებით და უკან რამდენიმე კილოგრამით დამძიმებულნი მოვდივართ. აი, წიგნის დღეებზე კი ამას ვერ ვიტყვით – სიახლეების არარსებობის გამო მხოლოდ “გამოტოვებები” შევავსეთ… თუმცა არც ესაა ურიგო ამბავი, მით უფრო, როცა აკა მორჩილაძის მსგავს პროდუქტიულ მწერალთან გვაქვს საქმე 🙂 მეც არ დავახანე და მისი ოთხი წიგნი გამოვაყოლე ხელს, მათ შორის, “თეთრი სერიის” სამი “წარმომადგენელიც”. More