სარწეველა ფისოსათვის

დიდი ხნის წინათ, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3000 კვარტი სასმლის მიღებამდე – მოკლედ, ძალიან ადრე, ღმერთმა თიხისგან შექმნა ადამიანი და მას სამყაროს აზრის პოვნა დაავალა. ადამიანმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა იპოვა – არა! სხვა რა შეიძლებოდა ეფიქრა, როდესაც წარსულ საუკუნეებს გადახედავდა? შეიძლებოდა, რომ ნათელი მომავლის იმედი ჰქონოდა? რა თქმა უნდა, არა.

სწორედ, ამიტომ ერთმა მწერალმა სამყაროს დასასრულზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. უფრო სწორად კი – ერთგავრი პირდაპირი რეპორტაჟის ატომური ომიდან. ოღონდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – სულაც არ არის აუცილებელი, რომ სამყარო ასე განადგურდეს. ხომ შეიძლება ატომური ბომბის “მამას” გამანადგურებელი ყინული შეექმნა და შემდეგ თავისი ანგარებიანი შვილებისთვის მემკვიდრეობით დაეტოვებინა… და სამყარო გაყინულიყო… მეტი