შვედური ნოველა

სკანდინავიური (და ზოგადად ნორდიკული) ლიტერატურა რომ განსაკუთრებულია, ეს დადგენილი ფაქტია. ამას ბიბლიოფილთა უმეტესობა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვდება – როდესაც ასტრიდ ლინდგრენის გენიალურ (ამ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები) შემოქმედებას ეცნობა. შემდეგ კი გრძელდება… გრძელდება მოგზაურობა სკანდინავიაში… მეტი

ამბავი პორტუგალიის იმპერატორისა

shop_product_image_1557[1]ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იდეალური მამაკაცის წარმოსახვით სახესთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც სხვა ყველაფერი, გემოვნების ამბავია – ზოგი მისტერ დარსიზეა “შეყვარებული”, ზოგს გრაფი მონტე-კრისტო იზიდავს, ზოგს – ატიკუს ფინჩი… ვინ მოსთვლის რამდენი საინტერესო გმირია ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში… თუმცა მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტად საოცნებო მამაკაცი იანია – შვედი გლეხი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ის არც გარეგნულადაა ისეთი, როგორზეც ტრადიციულად ვოცნებობთ ხოლმე, არც განათლებულია და არც მდიდარი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ, რაც იდეალურ მამაკაცად აქცევს – შვილის სიყვარული… მეტი

უკან ბავშობაში

ზაფხული საყვარელი საბავშვო წიგნების გადასაკითხად იდეალური დრო მგონია. შარშან უკვე ვცადე და ძალიანაც ვისიამოვნე, ამიტომ არც წელს დავარღვიე ტრადიცია და “გზას გავუდექი”.

პირველი მარშრუტი “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვიყავი და სამ ოთახში თავისუფლად ვმოძრაობდი, მთელი ბავშვობა ამ წიგნის გმირების – მარენის, მარტინის, მარტასი, მადსის, მონასი, მილის, მინასი და წრიპა მორტენის – მშურდა. როგორც აღმოჩნდა, არც წლების შემდეგ გამქრალა ეს გრძნობა. დღესაც მინდა, რომ ერთ ციცქნა ბინაში ვცხოვრობდე და ბევრი არაფერი მქონდეს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყო – მყავდეს შვიდი და-ძმა, ღარიბი, მაგრამ მხიარული მშობლები და ბებია, კეთილი მეზობლები და საბარგო მანქანა, რომელიც ზაფხულში უბედნიერეს დღეებს მაჩუქებს… მინდა, რომ დროის მაჩვენებელი უამრავი მოწყობილობის ნაცვლად ერთი კედლის საათი მქონდეს, მაგრამ ისეთი, რომ მთელს ქონებას მერჩივნოს… მინდა, რომ მდიდარი ვიყო – ძველ სამოსში გამოწყობილი, ჯიბეცარიელი, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი! მეტი

გაზაფხულის მოგზაურობები

223494_222576131200900_988712109_nფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” – ეჰ, გეტსბი, გეტსბი… სწორედ ამ გამორჩეული გმირის გამო მოვკიდე ხელი კიდევ ერთხელ ფიცჯერალდს, მაგრამ არ გაამართლა… დიკ დრაივერი სულაც არ ჰგავდა ჯეი გეტსბის, ნიკოლი კი – დეიზის… ზოგადად არც ერთი პერსონაჟი იყო ისეთი ნათელი, როგორც “დიდ გეტსბიში”… არ ვიცი ეს იმედგაცრუება და “სიცარიელე” რას დავაბარლო – საშინელ თარგმანს (სხვათა შორის, ახლახანაც ეს თარგმანი გამოუციათ), გადაჭარბებულ მოლოდინს, “დაგვიანებას”, თუ  ავადმყოფობას (არადა პირიქით უნდა იყოს – ასეთ დროს უფრო “წარმატებულად” ვკითხულობ)… მეტი