თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისი 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
სილვიას ცხოვრება ზარხუფის ქვეშ
23 მაისი 2014 6 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ზარხუფი, ლელა სამნიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სერია ამერიკელები, სილვია პლათი
ესთერ გრინვუდი 19 წლისაა. ის წარმატებული სტუდენტია, რომელიც მუდამ სწავლაზე გახლდათ გადართული და უმაღლეს შედეგებსაც აღწევდა, თუმცა ბედნიერი მაინც არ იყო. ის ვერ ეგუებოდა გარემოს, ვერ ეგუებოდა მის გარშემო არსებულ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ მაშინ, როდესაც ესთერსა და მის თანატოლებს უბიწოება მოეთხოვებოდათ. ქორწინების შემდეგ კი წყვილები შვილებს აჩენდნენ და ნიღბებს იხსნიდნენ… ესთერს არ შეეძლო სხვებივით ცხოვრება და ამიტომ ნიუ-იორკში გატარებული მორიგი წარმატებული თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა სუნთქვა შეწყვიტა. არა, არ მომკვდარა. უბრალოდ ზარხუფის ქვეშ მოექცა… მეტი
ლოტ 49-ის გამოცხადება ზღვის პირას…
15 ნოე 2013 6 Comments
in ამერიკული, ირლანდიური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზღვა, თომას პინჩონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოტ 49-ის გამოცხადება, სერია ამერიკელები, ჯონ ბენვილი
ზღვა ღელავს, მოგონებების ზღვა… ამ ზღვაში მაქს მორდენი შედის და ნელ-ნელა იძირება ბავშვობისა და ზრდასრულობის მოგონებებში. ბავშვობის ქალაქში დაუვიწყარი გრეისები დარჩნენ, უახლოეს წარსულში – გარდაცვლილი ცოლი, მათ კი ერთი რამ აერთიანებთ – ყველანი მოგონებების ზღვამ ჩაყლაპა… ეს არის მთელი სიუჟეტიც – ერთი დიდი მელანქოლია, ერთი დიდი ფიქრი… პარალელურად კი ფურცლებიდან ტალღების ხმა ისმის…
ამასობაში ჩვეულებრივი კალიფორნიელი ქალი გარდაცვლილი ყოფილი საყვარლის უკანასკნელი ნების აღსასრულებლად გამოიძახეს. თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, მაგრამ როდესაც ეს საყვარელი მაგნატია და უცნაური ფაქტებიც პირდაპირ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, უბრალო სიტყვები და სიმბოლოები კი შუასაუკუნეების უძლიერეს ორგანიზაციაზე მიგვითითებს, საქმე უკვე სერიოზულ სახეს იძენს. გზად რას არ გადააწყდებით – დეტექტიურ სიუჟეტს, ისტორიულ გადახვევებს, საიდუმლოებით მოცულ ადგილებს, არც თუ ნორმალურ პერსონაჟებს, გამოცანებსა და ალუზიებს… ბოლოს ლოტი 49-ც გამოცხადდება (ლოტის ნომერიც არ გეგონოთ შემთხვევითი) და ფარდაც მზადაა ასაწევად…
P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” მიმართოთ. სულ ცოტა ხნის წინ ეს წიგნები “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი) და “ამერიკელების” (თამარ ლომიძის თარგმანი) ფარგლებში გამოიცა.
ბოლო კომენტარები