დათო ტურაშვილი ის მწერალია, ყველა ამბავს გემრიელად რომ გვიამბობს ხოლმე (აკასი არ იყოს) – ზოგჯერ წიგნის ფურცლებიდან, ზოგჯერ კი ვერბალურად. რაზეც უნდა წერდეს (საუბრობდეს) – თვითმფრინავის ბიჭებზე, დავით აღმაშენებელზე, ტიბეტზე, ამერიკულ თავგადასავლებზე, გურჯ ხათუნზე, მეძავებზე, ჩაძირულ ქალაქზე, ფეხბურთზე, ეროვნულ მოძრაობასა თუ ემიგრაციაზე – მაინც დიდებულად გამოსდის. მის ძველ კრებულ “მეცამეტეს” თუ გადაშლით, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, უეჭველად მიხვდებით, რომ დათოს შეუძლია ერთნაირად წეროს ირლანდიელ ტერორისტზე, რუს ჯარისკაცზე, ვეფხისტყაოსანზე, აგვისტოს ომზე, კურტ ვონეგუტზე, დიდგორის ბრძოლაზე, კალაბრიელ მწერალზე, ესპანელებსა და კორიდაზე, ნილ არმსტრონგზე, კოსმონავტ ძაღლებზე, ეტგარ კერეტზე, სამშობლოში ხეტიალზე, სიკვდილის სუნზე, ზღვაზე, კატმანდუზე, მიხალკოვის “ტრადიციულ” გამოხტომაზე, ვისოცკისა და ლამას დიალოგზე, ფრანკოს “უკანასკნელ ტანგოზე”, ირაკლი ჩარკვიანზე, მსოფლიოს მერვე საოცრებაზე, რომელიც ჩვენს მეზობლადაა, კოლომბიაზე, კუბელებზე, ჰემინგუეის საყვარელ კაფეზე, რუსი იმპერატორის სილამაზით მოხიბლულ პოლონელ ქალზე, მარკესის მოსწრებულ ნათქვამზე, ისტორიულ სახლზე კარდენახში, ჯეკ კერუაკზე, ჯო ზავინულისა და ჯო კოკერის ფანებზე, “უცნაურ” განათლებასა და “განათლებულ” ქართველებზე, პანკისზე, აწყურზე, თელავზე, მთათუშეთსა და ქიზიყზე, ძალიან ლამაზ გოგოზე, სოკოს მოყვარულ რუს გენერალზე, სტალინის ვიზიტზე ნაძალადევში, ტეტჩერსა და ელცინზე, ცხოველთა მეფეზე, იმერულ “მარკეტინგსა” და ანა-მარიაზე… ადვილი არ არის, მოკლედ წერო ყველაფერზე და თან კარგად გამოგივიდეს… კარგი მწერლობაც ესაა, არა? მეტი
მეცამეტე
11 მარ 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:დათო ტურაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეცამეტე, სიესტა
ორი ფესტივალი
30 მაისი 2015 13 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აიას გზა, ალდენორი, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დავით ჭოჭუა, დათო ტურაშვილი, დიოგენე, იასმინა მიხაილოვიჩი, ინტელექტი, ლიგამუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მილორად პავიჩი, ნატო დავითაშვილი, პალიტრა L, სიესტა, ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, ფეხბურთი, წიგნები ბათუმში, liberteens, ochobooks
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 მეტი
გურული დღიურები
14 ნოე 2014 2 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:გიორგი კეკელიძე, გურია, გურული დღიურები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიესტა
“მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი.”
ჰერტა მიულერის სამყარო
03 ოქტ 2014 4 Comments
in ლიტერატურა, რუმინული ტეგები:ანტისაბჭოთა, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, მწვანე ქლიავის მიწა, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სიესტა, სუნთქვის საქანელა, ფაშიზმი, ჰერტა მიულერი
რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… მეტი
ოთხი ამბავი დიქტატურაზე
14 ივლ 2014 %(count)s კომენტარი
in ბრიტანული, გვატემალური, იტალიური, ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტონიო ტაბუკი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბულგაკოვი, ზოიკას ბინა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიაჩნია პერეირას, მიგელ ანხელ ასტურიასი, ოლდოს ჰაქსლი, საოცარი ახალი სამყარო, სიესტა, სინიორ პრეზიდენტი
მიხეილ ბულგაკოვის “ზოიკას ბინა” – ზოიკა ნეპის ეპოქაში ცხოვრობს, მაგრამ დღესაც იცხოვრებდა… ზოიკას ბინას უყოფენ და იძულებულია “ბიზნესმენი” გახდეს… ზოიკა ნამდვილი საბჭოთა ქალია, რომელიც დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და თავის გატანას ცდილობს – ყალბი საბუთები, ქრთამი, ნეპოტიზმი და სხვა მაქინაციები მისი “ფირმისთვის” არაფერია… ზოიკა სხვანაირად ვერ იარსებებს – ეს სსრკ-ა! მეტი
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისი 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
ულისემდე…
30 მარ 2014 13 Comments
in ირლანდიური, ლიტერატურა ტეგები:არტანუჯი, გია ბერაძე, დუბლინელები, ლია იმერლიშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიესტა, ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას, ჯეიმს ჯოისი
ლიტერატურის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ ჯეიმს ჯოისის “ულისეს” მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე რთულ წიგნს უწოდებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღე შიშის ზარს მცემს. წიგნის მაღაზიებში უთვალავჯერ ჩავუარე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თაროს, ერთი-ორჯერ წიგნი გადმოვიღე კიდეც, თუმცა შემდეგ უკანვე დავაბრუნე. ასეთი სერიოზული “მოგზაურობისთვის” ვერაფრით მოვემზადე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ უფრო “მარტივი” წიგნებით გამეცნო ჯოისი და მხოლოდ შემდეგ შევჭიდებოდი “ულისეს”. მეტი
ბოლო კომენტარები