ელფრიდე იელინეკის “პიანისტი ქალი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! არა, ეგოისტი დედების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ პიანისტი ერიკას დედა უნიკალური მოვლენაა. ასეთი მანიკალური ფსიქიკის დედა ნამდვილად არ შემხვედრია და რა გასაკვირია, თუ ასეთი ადამიანის გვერდით ჯერ ქმარი გაგიჟდა, შემდეგ კი შვილს დაეწყო სადო-მაზოხისტური გადახრები. ერიკა ხომ მთელი ცხოვრება (30 წელზე მეტი) დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ – მას არ ჰქონდა მუსიკაზე უარის თქმის უფლება, არც დაუკითხავად გარეთ გასვლის, არც გვიან მოსვლის, არც სიყვარულის, არც მეგობრობის… ერიკას არაფრის უფლება ჰქონდა და ამიტომაც შექმნა თავისი სამყარო – ტკივილზე დაფუძნებული სამყარო, იმიტომ რომ მან სხვა არც არაფერი იცოდა… მეტი
მოგზაურობა ქალებთან ერთად
26 მაისი 2014 8 Comments
in ავსტრიული, ბრიტანული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დორის ლესინგი, ელფრიდე იელინეკი, ვირჯინია ვულფი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე სქესი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს რვეული, პალიტრა L, პიანისტი ქალი, სიმონა დე ბოვუარი, შუქურაში
მოგზაურობა ფრანგ ქალებთან ერთად
10 თებ 2014 3 Comments
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგერიტ დიურასი, მფარველი ანგელოზი, სასოწარკვეთილი ქალი, საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან, სიმონა დე ბოვუარი, ფრანსუაზა საგანი
სიმონა დე ბოვუარის “სასოწარკვეთილი ქალი” – საკმარისია ირგვლივ მიმოიხედოთ და ამ წიგნს ცოცხლად დაინახავთ. ჩვენთან, ისევე როგორც სიმონა დე ბოვუარის და მისი გმირის სამშობლოში, უამრავი სასოწარკვეთილი ქალია. ისინი 40 წელს სულ ცოტა ხნის წინ გადასცდნენ და თითქოს ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათი ცხოვრება დასრულდა. მონიკიც ასეა – მას ქმარმა უღალატა და სულ მარტო აღმოჩნდა ჩაკეტილი კარის პირისპირ, რომლის მიღმაც მომავალი დარჩა… ქალმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირა, ვერა და ვერ გაბედა ამ კარის გაღება, ვერც ქმრის გაშვება… უბრალოდ ჩაეფლო სასოწარკვეთილებაში… ალბათ ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობაა, თუმცა მგონია, რომ მაინც უნდა წასულიყო მომავლისკენ, მაინც უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება უღირსი კაცის გარეშე – ცხოვრება და არა არსებობა… მეტი
ბოლო კომენტარები