ძნელია ღმერთობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როჯერ ზელაზნის პლანეტაზე! არა, ეს ადგილი ამბერივით საოცარი არ არის, თუმცა არც ბევრად ჩამოუვარდება. აქ ხომ ღმერთები ცხოვრობენ და თავად რწმუნდებიან, რომ ღმერთობა ნამდვილად ძნელია… აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება ადვილი იყოს სხეულების მუდმივად ცვლა? თან აქაც ადამიანური კანონები მოქმედებს – ღმერთები (აღმოსავლური კულტურით დაინტერესებულთათვის “ძველი” ნაცნობები რომ არიან)  ერთმანეთს ებრძვიან და ხელჩართული ომი აქვთ გაჩაღებული. არც “დემონები” სხედან მშვიდად… ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც “ბებერ” დედამიწაზე… თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი – ღმერთები ხომ ადრე სულ სხვა ღმერთები იყვნენ, ან ცხოველები, ან ადამიანები… მერე რა, თუ გარემო შეიცვალა. ადამიანი ისევ ადამიანია – ბუდას სხეულშიც, კრიშნას “თანამდებობაზეც”, მაიმუნის “ტყავშიც”…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.