მთავარი ქუჩა

“აი პატარა ქალაქი რამდენიმე ათასი მოქალაქით ხორბლისა და სიმინდის ველებს შორის. ეს ამერიკაა. ჩვენს მონათხრობში ქალაქს ჰქვია გოფერ-პრერი, შტატი მინესოტა, მაგრამ მისი მთავარი ქუჩა ნებისმიერი სხვა ქალაქის მთავარი ქუჩის გაგრძელებაა. ჩვენი ისტორია ასეთივე იქნებოდა ოჰაიოში ან მონტანაში, კანზასში, ილინოისში ან კენტუკიში და ბევრით არაფრით შეიცვლებოდა ნიუ-იორკის შტატში ან კაროლინას ბორცვებზე…”

11376

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოფერ-პრერის მთავარ ქუჩაზე! გეჩვენებათ, რომ ძალიან შორს ხართ საკუთარი სახლიდან? შეგიძლიათ უფრო ახლოს მდებარე პროვინციული ქალაქის ქუჩაზე გახვიდეთ – შედეგი ზუსტად იგივე იქნება. პატარა ქალაქი ყველგან ერთნაირია – აქ ხომ ძველი ტრადიციები ჯერაც მეფობენ (თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი არ არის და საქმე არც ისე ცუდადაა). სიახლეებს ეჭვის თვალით უყურებენ (იქნებ სიზარმაცე უშლით ხელს… ან უბრალოდ ცვლილებების ეშინიათ), მთავარ განსახილველი თემა კი ახალი რეცეპტი ან რომელიმე თანაქალაქელის ახალი ნივთია… ასეთ ქალაქში კერის მსგავსი “აქტიური” ადამიანების ადგილი არ არის, რადგან მთავარ ქუჩას ცვლილებები არ სურს. აქ არაფერი შეიცვლება, სანამ თავად ქალაქი არ მოინდომებს… თუმცა ვინ იცის… იქნებ თავად კერი შეიცვალოს… იქნებ შეეგუოს პროვინციის ექიმის ცოლის ნაცრისფერ ცხოვრებას… ან მაინც იბრძოლოს… იბრძოლოს პროგრესისთვის… მეტი