ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”… More
აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II)
31 აგვისტო 2012 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აზიმოვი, გობლინთა ნაკრძალი, ეგზისტენციალიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რობოტი, საიმაკი, სარტრი, სიტყვები, ტრუმენ კეპოტი, ღამის ხე
თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი
27 მაისი 2012 16 Comments
in ამერიკული, ბელგიური, ბრიტანული, გერმანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული ტეგები:ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დაიკიდე ჯივზ, დამსვენებელი, დაცემა, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვისაც არ სწამს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, მკვლელის ჰიგიენა, ნოტომი, ოსტერი, რა სწამს მას, სიტყვები, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, შავი ჭირი, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯილბერტი, ჰიტლერი
მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… More
ბოლო კომენტარები