სკოლის სევდა

10990014_789366174481318_2476804818432685362_nსიტყვა “ოროსანი” ჩვენს ენაში (სხვაგანაც) ცალსახად უარყოფითი მნიშვნელობისაა. “სკოლის სევდა” სწორედ “ოროსანმა” დანიელ პენაკმა დაწერა, რომელიც, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, დღეს როგორც მინიმუმ შეუმდგარი ასაკოვანი ფრანგი უნდა იყოს. რეალობა სულ სხვანაირია – ის მსოფლიოში ცნობილი მწერალი და წარმატებული მასწავლებელია – ნამდვილი მასწავლებელი.

ნამდვილი მასწავლებელის ხსენებისას ალბათ პირველ რიგში “მკვდარი პოეტების საზოგადოება” გაგახსენდებათ (და არავითარ შემთხვევაში საკუთარი მასწავლებლები), მაგრამ რობინ უილიამსის მიერ დიდებულად განსახიერებული პედაგოგი უფრო ოცნებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ადამიანს. პროფესორი კიტინგი არასდროს შემოაბიჯებს თქვენი შვილების ან თქვენს კლასში. დანიელ პენაკი კი არსებობს. მან უამრავი ოროსანი მოსწავლის ცხოვრება შეცვალა და მრავალი შეშფოთებულ-განერვიულებული მშობელი “დააწყნარა”. მისი გაკვეთილები სამხედრო პოლკს კი არა, სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, რომელშიც ყველა ვიოლინოს თავისი განუმეორებელი ადგილი აქვს. სკოლის მოსწავლეები დამნაშავეები არ არიან და არც მასწავლებელია ზედამხედველი. ის მათში ხედავს ადამიანებს მომავლით (მიუხედავად იმისა, თუ როგორ სწავლობენ) და პირდაპირ ეუბნება მათ, რომ ეს მომავალი მხოლოდ მათ არჩევანზეა დამოკიდებული. More