დროის ხმაური ბოროტების იმპერიაში

“ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,..

…რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს…”

უილიამ შექსპირი – 66-ე სონეტი

12316080_926628834088384_8238583705091529144_nგიფიქრიათ ოდესმე საკუთარ ცხოვრებაზე სხვა ეპოქაში? ალბათ ლიტერატურის დახმარებით ეს ხშირად მომხდარა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მარტივი იმ დროში “გადაბარგებაა”, რომელიც სადღაც შორს კი არ “ხმაურობდა”, არამედ აქ და სულ ახლახანს… თუმცა ვინ იცის, იქნებ მუშკეტერების გვერდით კარდინალის დამქაშებთან მამაცურად ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლება… დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ასეთი გაუგონარი აბსურდის არსებობა, მაგრამ ის 70 წლის მანძილზე “სუნთქავდა” და მეტიც – ამ დიდ უტოპიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის მსგავსი ადამიანები ცხოვრობდნენ… მეტი

შინდლერის კიდობანი

„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

shindleris sia-500x500

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… მეტი

“პუტინის რუსეთი” – ხედი შიგინიდან

ტელევიზორის წინ ვზივარ… “ტაბულას” ეთერში კიევია – ხალხი, რომელიც სიმღერით ეგებება სიკვდილს. “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ოლიმპიური თამაშებია – გაბადრული მასპინძელი და მისი პარტნიორები… მე კი ქინდლს ვფურცლავ და ანა პოლიტკოვსკაიათან ერთად რუსეთს ვეცნობი, პუტინის რუსეთს…

პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ქალები შვილებს სამხედრო სამსახურში გზავნიან, უკან კი მხოლოდ საფლავი უბრუნდებათ. პატრიოტიზმით განმსჭვალული მათი ვაჟები ან ჩეჩნეთის ომს ეწირებიან, ან ხელმძღვანელები კლავენ, ანაც მუდმივ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ვერ უძლებენ და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ არც კი დაუწყიათ. მათ დედებს კი მიზეზსაც არ უხსნიან. ახალი რუსეთი საბჭოთა სტილს არ ღაალტობს – “დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკებს” ღირსეული სიკვდილის უფლება არ აქვთ… მეტი