“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი
სტალინური კულტура
09 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აზრი, აკაკი ვასაძე, ანტისაბჭოთა, ბაში-აჩუკი, გიორგი ლეონიძე, გიორგი სააკაძე, დავით კაკაბაძე, დიდი ტერორი, დიმიტრი შევარდნაძე, ვეფხისტყაოსანი, თამარ ბელქანია, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი, ლავრენტი ბერია, ლენინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია წყნეთელი, მამლუქი, მიხაი ზიჩი, მიხეილ ჭიაურელი, მიხეილ ჯავახიშვილი, მხატვრობა, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, პეტრე ოცხელი, სანდრო ახმეტელი, სერგო ქობულაძე, სტალინი, სტალინიზმი, სტალინური კულტურა, ტიციან ტაბიძე, შალვა ნუცუბიძე, შოთა რუსთაველი, ჰერალდიკა
წითელი ეშმაკის ბორბალი
25 იან 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გურამ ფანჯიკიძე, ეშმაკის ბორბალი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტალინიზმი
არჩილ გორდელი ჩვეულებრივი თბილისელი კაცია, უფრო სწორად კი – საბჭოთა კავშირის მოქალაქე. თითქოს მისი ცხოვრების ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია… თუმცა სინამდვილეში მისი წარსული ისეთია, რომ ყველამ უნდა გაიცნოს და მეტიც – მაგალითად უნდა გაიხადოს. რატომ? ახლავე გიამბობთ. მეტი
არბატის შვილები
30 აპრილი 2014 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანატოლი რიბაკოვი, ანტისაბჭოთა, არბატის შვილები, დიდი ტერორი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა რეპრესიები, სტალინი, სტალინიზმი, შიში
მოსკოვი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. ახალგაზრდების ჯგუფი ცხოვრებას იწყებდა. ისინი “არბატის შვილები” იყვნენ და ისეთივე უღრუბლო მომავალს ელოდნენ, როგორი ბავშვობაც ჰქონდათ. საშა, ვარია, ნინა, მაქსი, იურა, ლენა, ვადიმი და ვიკა ახალი 1934 წლის დადგომას ერთად შეხვდნენ და არც კი იცოდნენ, რომ ეს წელი მათთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი გახლდათ – სტალინმა (რომელიც რიბაკოვმა აკსიონოვის მსგავსად ჩვეულებრივ პერსონაჟად აქცია) ამ წელს გადაწყვიტა საკუთარი პოზიციების უკიდურესად გამყარება და ეს პროცესი კიროვის მკვლელობით დაიწყო. თუმცა არბატის შვილების გზები უფრო ადრე გაიყო – საშას მშვიდი ცხოვრება სულელურ კედლის გაზეთს შეეწირა და ის დროზე ადრე გაუყენეს ციმბირის გზას… მეტი
11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან
18 თებ 2014 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ალექსანდრე სოლჟენიცინი, ანტისაბჭოთა, არქიპელაგი გულაგი, გულაგი, დიდი ტერორი, ივან დენისოვიჩის ერთი დღე, კიბოს კორპუსი, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა რეპრესიები, სტალინი, სტალინიზმი, წრე პირველი
ცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.
“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან, სისტემის მონები კი – მონებად. მეტი
სისხლიანი “სამოთხე”
25 დეკ 2013 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, და ბრუნდება ქარი, დიდი ტერორი, ვლადიმირ ბუკოვსკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რობერტ კონკვესტი, სტალინი, სტალინიზმი, ჰოლოდომორი, harvest of sorrow
ცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს ამავე თემას ვაგრძელებთ.
ბრიტანელი მეცნიერი რობერტ კონკვესტი სტალინიზმის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება. მის “დიდ ტერორს” მთელს მსოფლიოში ეცნობიან, რადგან ეს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი ნაშრომია. უშუალოდ დიდი ტერორის წლებამდე ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ წლებს, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და რომლებმაც დიდწილად განაპირობა ასეთი მასშტაბური რეპრესიები (აქვე ნახავთ წამყვან პოლიტიკოსთა მოკლე დახასიათებებსაც). შემდეგ კი უშუალოდ ტერორის თემას ეხება და გვიამბობს გახმაურებული პოლიტიკური პროცესების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების განადგურების, საბჭოთა გულაგებისა და “ნკვდ-ს” მეთოდების, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ. ეს ყველაფერი წყაროების მითითებითაა აღწერილი. ასე რომ, კონკვესტს შეგიძლიათ ენდოთ. მეტი
სანამ სტალინი გვიმზერს
20 დეკ 2013 3 Comments
in ლიტერატურა, რუსული, უკრაინული, ქართული ტეგები:ანატოლი კუზნეცოვი, ანტისაბჭოთა, არტანუჯი, ბაბი იარი, გელა ჩარკვიანი, ევგენია გინზბურგი, ვარლამ შალამოვი, ინტერვიუ მამასთან, კალიმური მოთხრობები, კანდიდ ჩარკვიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტალინი, სტალინიზმი, ციცაბო მარშრუტი
მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბლოგი მხოლოდ ლიტერატურას ეძღვნება. სხვა თემებზე აქ არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალინიზმის ნამდვილ სახეზე მსჯელობა არ გვაწყენს. თან სულ ცოტა ხნის წინ ამ თემისადმი მიძღვნილ რამდენიმე საინტერესო წიგნს გადავეყარე.
ანატოლი კუზნეცოვის “ბაბი იარი” ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, უფრო სწორად – დოკუმენტი. აქ თითოეული სიტყვა სიმართლეა და ავტორის მოგონებებს ეფუძნება. კუზნეცოვი კიევში გაიზარდა და შესაბამისად კომუნისტურ და ფაშისტურ მმართველობებსაც პირადად შეესწრო. მისი ან მისი ოჯახის თვალწინ მოხდა კოლექტივიზაცია, “ჰოლოდომორი”, მეორე მსოფლიო ომის დაწყება, ნაცისტების შემოსვლა კიევში და ბაბი იარის ტრაგედია (ებრაელებისა და სხვა “არასასურველი” მოქალაქეების მასობრივი დახვრეტები), ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი აფეთქებები კრეშატიკსა და კიევ-პეჩერსკის ლავრაში… ავტორმა თავად იცხოვრა ოკუპაციიდან ოკუპაციამდე და ამიტომ თუ ეს ეპოქა გაინტერესებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მაგრამ ყურადღებით იყავით – გასაგები მიზეზების გამო (უკრაინელთა და ებრაელთა გენოციდები, ნამდვილი ისტორიები მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ტაბუდადებულია სოვიეტისტებისათვის), საბჭოთა კავშირის არსებობისას წიგნი მხოლოდ ცენზურის შემდეგ დაიბეჭდა და ცალსახად ანტიფაშიტური სახე მიიღო, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ავტორის ჩანაფიქრს (ეჩვენებინა, თუ რამდენი საერთო ჰქონდათ ჰიტლერსა და სტალინს, როგორც ოკუპაციის ლიდერებს). თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ, სრული ვერსია უნდა მოიძიოთ. მეტი
ბოლო კომენტარები