აურზაური საბჭოთა ექსპრესში

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”

მობძანდით, ბატონო, მობძანდით! დაჩქარდით პატარა, მატარებელმა არ გაგასწროთ! ბილეთის შოვნა რავარი საქმეა, ქე გეცოდინებათ და დაგვიანება რაფერ იქნება! თან რა საზოგადოება შეკრებილა საბჭოთა ექსპრესში – აქეთ ჩვენი მთავარი აბიექტი, ძველი რავალუციანერკა და სუფრაჟისტკა მუსჲა ერისთავი-რეტინგერი დასდგომია მოსკოვის გზას, რომე “თლა იმას” შეხთეს და თავისი “წაყვანილი” ქმარი გამეიხსნას, იქეთ კიდო ათასი ჯურის ხალხი – მოქეიფე “ფინანსისტები”,  სევდიანი აფიცერი, აქა-იქ ჩამალული შინსახკომელები, მუსჲას ძველი ლუბოვი და სხვა მრავალი… ჰო, რეჟისორი ეიზენშტეინიც თავისი ქალბატონითურთ… დიახ, დიახ “პაწიომკინის” ავტორზე გეუბნებით – ორდენოსანზე (მერე რა, თუ ისიც იმერულ კილოზე საუბრობს)… ა, ამფერი მგზავრების გვერდით მოგიწევთ მოსკოვამდის ჩასვლა და კი მიხთებით, რაც გელით წინ – დიდი აურზაური თავისი გადარევებით, სისხლებით, სიცილით და სევდით… და კიდევ ნამეტანი საბჭოთა ბოლოთი… მეტი

ეროფეევი. კარგი სტალინი

საბჭოთა ისტორიის სწორად გააზრება რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ თემაზე უფრო ხშირად, მეტიც – მუდმივად, უნდა ვიფიქროთ. ამაში კი ყველაზე კარგად ლიტერატურა გვეხმარება, განსაკუთრებით – ბიოგრაფიები. მეტი

სხვა იოსები

სტალინის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, რადგან საბჭოთა ისტორია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. ამ ეპოქის სწორად გააზრება ღირსეული მომავლის შექმნისთვის აუცილებლად მიმაჩნია და ამიტომ… სტალინი, რა თქმა უნდა, ბოროტების იმპერიის ცენტრალური ფიგურაა და მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარი ანალიზი არ შეიძლება უინტერესო იყოს… მეტი

ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტი

ბოლო დროს საბჭოთა წარსულზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მისტირიან იმ დროს… მათი უმეტესობა ისეთ ასაკშია, რომ ერთი გამართლება მოეძებნებათ – იქნებ წითელ დიქტატურას კი არა, საკუთარ ახალგაზრდობას უცქერენ ნოსტალგიით აღსავსე მზერით? მაგრამ არის კი ეს საკმარისი? და ახალგაზრდების შემთხვევაში? არა! არ არსებობს მიზეზი, რომელიც 70-წლიან სისხლიან პერიოდს დადებითად წარმოაჩენს… ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტს… მეტი

წითელი ეშმაკის კარი

33540533საბჭოთა ეპოქაზე ხშირად გესაუბრებით… იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ისტორიის ამ ნაწილს სახელმძღვანელოებში საერთოდ არ ვეხებით და ისღა დაგვრჩენია, რომ ბავშვობიდან დარჩენილი “სიცარიელე” თავად შევივსოთ. ამაში კი ის მწერლები გვეხმარებიან, რომლებიც მხატვრული თუ დოკუმენტური პროზის “გავლით” გვაჩვენებენ საბჭოეთის ნამდვილ სახეს. მეტი

სტალინური კულტура

“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი

არბატის შვილები

p1773005მოსკოვი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. ახალგაზრდების ჯგუფი ცხოვრებას იწყებდა. ისინი “არბატის შვილები” იყვნენ და ისეთივე უღრუბლო მომავალს ელოდნენ, როგორი ბავშვობაც ჰქონდათ. საშა, ვარია, ნინა, მაქსი, იურა, ლენა, ვადიმი და ვიკა ახალი 1934 წლის დადგომას ერთად შეხვდნენ და არც კი იცოდნენ, რომ ეს წელი მათთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი გახლდათ – სტალინმა (რომელიც რიბაკოვმა აკსიონოვის მსგავსად ჩვეულებრივ პერსონაჟად აქცია) ამ წელს გადაწყვიტა საკუთარი პოზიციების უკიდურესად გამყარება და ეს პროცესი კიროვის მკვლელობით დაიწყო. თუმცა არბატის შვილების გზები უფრო ადრე გაიყო – საშას მშვიდი ცხოვრება სულელურ კედლის გაზეთს შეეწირა და ის დროზე ადრე გაუყენეს ციმბირის გზას… მეტი

მოსკოვური საგა

“მოდით, დავლიოთ რუსული ლიტერატურის სადღეგრძელო! ამ ერს დიდებული არაფერი შეუქმნია, ლიტერატურისა და საიდუმლო პოლიციის გარდა.”

მოსკოვი, 1925 წელი. გრადოვების ოჯახი აგარაკზე შეიკრიბა – დიასახლისი მერი გუდიაშვილი-გრადოვა 45 წლის იუბილეს ზეიმობდა. მისი მეუღლე ბორის გრადოვი მაღალ ეშელონებში მიღებული ექიმი გახლდათ, უფროსი ვაჟი ნიკიტა – უკვე წარმატებული სამხედრო და მშვენიერი ვერონიკას ქმარი, უმცროსი კირილი – მომავალი პარტიული მუშაკი, ქალიშვილი ნინა კი – იმედისმომცემი პოეტი… “ზამთრის თაობას” მეტი რა სურდა სრული ბედნიერებისთვის – გრადოვები, როგორც სრულიად საბჭოეთი, თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობდნენ… მეტი

11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან

Solzhenitsyn_Gulag_Photoცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.

“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან,  სისტემის მონები კი – მონებად. მეტი

სისხლიანი “სამოთხე”

936476_10200962685063467_342119170_nცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს ამავე თემას ვაგრძელებთ.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ კონკვესტი  სტალინიზმის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება. მის “დიდ ტერორს” მთელს მსოფლიოში ეცნობიან, რადგან ეს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი ნაშრომია. უშუალოდ დიდი ტერორის წლებამდე ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ წლებს, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და რომლებმაც დიდწილად განაპირობა ასეთი მასშტაბური რეპრესიები (აქვე ნახავთ წამყვან პოლიტიკოსთა მოკლე დახასიათებებსაც). შემდეგ კი უშუალოდ ტერორის თემას ეხება და გვიამბობს გახმაურებული პოლიტიკური პროცესების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების განადგურების, საბჭოთა გულაგებისა და “ნკვდ-ს” მეთოდების, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ. ეს ყველაფერი წყაროების მითითებითაა აღწერილი. ასე რომ, კონკვესტს შეგიძლიათ ენდოთ. მეტი

Previous Older Entries