კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში – მევლუდის ქალაქში! დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ორჰან ბეი ისევ სტამბოლზე გვიამბობს. მოხეტიალე გამყიდველი და მისი მრავალფეროვანი ოჯახი სწორედ იმიტომ გადმოგვცემენ საკუთარი (ჩემო მოკრძალებული აზრით, ძალიან საინტერესო) ცხოვრების ამბავს, რომ სტამბოლის მრავალწლიანმა ისტორიამ ჩვენს თვალწინ გაირბინოს. ჩვენც მათთან ერთად მივუყვებით ძველი ქალაქის ქუჩებს, თითქოს შევიგრძნობთ ბოზას გემოსა და ქაბაბის სურნელს, მევლუდთან ერთად ვუგდებთ ყურს უცნაურ ფიქრებს, ვუყურებთ, თუ როგორ იცვლება ქალაქი 1969 წლიდან 2012 წლამდე, ათასგვარ საქმეს ვკიდებთ ხელს, უამრავ ადამიანს ვხვდებით და საბოლოოდ იცით რას ვაცნობიერებთ? ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქალაქშიც, ქვეყანაშიც… შეიძლება სტამბოლის ქუჩები სამხედრო აჯანყებებმა, რუსეთისა და ჩინეთის მომხრე კომუნისტებისა და ისლამისტების გამოსვლებმა მოიცვას, ოჯახური საკვები და სასმელი ქარხნულმა შეცვალოს, მიწურები კი – ცათამბრჯენებმა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ყოველთვის იგივე დარჩება. ეს რაღაც კი სტამბოლის სულია, მისი უცნაური ფიქრები… ბედისწერა, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიახვედრებს უბრალო გამყიდველს, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება… მეტი
სტამბოლის უცნაური ფიქრები
09 სექ 2016 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ეკა ახვლედიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, სტამბოლი, ჩემი უცნაური ფიქრები, et cetera
ორჰან ბეის შავი წიგნი
04 სექ 2013 12 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, სტამბოლი, შავი წიგნი
“ქალაქისა და ცხოვრების მიერ დაფარული საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ ასე, ისტორიების მოყოლით, შეიძლება.”
ორჰან ფამუქი ჩემი ძველი “მეგობარია”. მისი გმირები ყოველთვის ძალიან საინტერესო “მოგზაურობებში” გვიწვევენ. ამჯერად გალიპ ბეიმ ( რომლის სახელიც გამარჯვებას ნიშნავს) ცოლი რუია (“ოცნება”) და ბიძაშვილი ჯელალი (“დიდება”) დაკარგა! და მათ ძებნაში მასთან ერთად სტამბოლიც ჩაერთო – ჭეშმარიტად ფანტასტიკური ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაიჭედა და დროთა სვლაში დაიკარგა. ორჰან ბეის სტამბოლში ტრადიციულად თოვს და ზამთრის ძილში ჩაძირული ქალაქი გაზაფხულს, გამოღვიძებას ელოდება. მანამდე კი მის ქუჩებში მოხეტიალე ადამიანები სიზმრებს ჰგვანან. ასეთივე ადამიანია გალიპიც, რომელიც “ოცნებისა” და “დიდების” ძებნაში საკუთარ თავს კარგავს და პოულობს… მეტი
ბოლო კომენტარები