კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ედემზე! გგონიათ, რომ ეს სახელი ყველაფერს ნათელს ჰფენს და პან სტანისლავმა სამოთხეში მიგიწვიათ? სულაც არა. პირიქით – თქვენ ინჟინერთან, ექიმთან, ქიმიკოსთან, ფიზიკოსთან, კოორდინატორსა და კიბერნეტიკოსთან ერთად ჯოჯოხეთში მოხვდით! დიახ, ჩემთვის ეს ცალსახად ჯოჯოხეთია. სხვა განმარტებას ვერ ვუძებნი ადგილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საოცარი სილამაზისა გახლდათ, რეალობაში საშინელი არსებებით აღმოჩნდა დასახლებული… თუმცა რა რის მათში ასეთი საშინელი? ალბათ ის, რომ მათი “უცნაური” გარეგნობა საოცრად დეტალურადაა აღწერილი და, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (აბა წარმოიდგინეთ, ორი სხეული ერთში)… სხვა ყველაფერი კი ძალიან “ჩვეულებრივია” – ექვსი ასტრონავტი ახალი პლანეტის დასათვალიერებლად გაემართა და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა უცხო არსებებთან (სავარაუდოდ – გონიერ არსებებთან), რომელთა ცივილიზაციაც, მე თუ მკითხავთ, დედამიწისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა (რაშია მსგავსება, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… როგორ დასრულდა მათი “კონფლიქტურ-მშვიდობიანი” ურთიერთობა, თავად ნახეთ… ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ედემი ნამდვილად საოცარი ადგილია… საოცრად საშინელი ადგილი… More
ედემ-ზე სტანისლავთან ერთად
11 აპრილი 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ედემი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სტანისლავ ლემი
სერია “კინობიბლიოთეკა” – დასაწყისი
30 ივნ 2014 4 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალფრედ ჰიჩკოკი, ანდრეი ტარკოვსკი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბლეიკ ედვარდსი, ელდარ შენგელაია, ენტონი პერკინსი, კინობიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოდრი ჰეპბერნი, რეზო ჭეიშვილი, რობერტ ბლოჰი, რობერტ ზემეკისი, საუზმე ტიფანისთან, სოლარისი, სტანისლავ ლემი, სტივენ სოდერბერგი, ტომ ჰენქსი, ტრუმენ კეპოტი, უინსტონ გრუმი, ფორესტ გამპი, ფსიქო, ცისფერი მთები
სერიული გამოცემების დიდი მოყვარული არ გახლავართ. არც ყბადაღებულ “50 წიგნს” მივყვები და არც მის “სამართალმემკვიდრე” “49-ს”. ნავსის გატეხვა მხოლოდ “დიოგენემ” მოახერხა და მათი “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” მომდევნო წიგნს სულმოუთქმელად ველი ხოლმე… და აი სულ ახლახანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ახალი სერია დაიწყო. პირველ გამოცემებსა და დაანონსებულ “კინო-წიგნებს” თუ გადავხედავთ, ალბათ ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა გამოვა. ასე რომ, ჩავერთოთ ამ პროექტშიც – შევადაროთ ერთმანეთს საყვარელი ფილმები და წიგნები, ან ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ შევაფასოთ ეკრანიზაციები 🙂 More
სექტემბრის მოგზაურობები
30 სექ 2012 11 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, პოლონური, რუსული, ფრანგული ტეგები:ალექსეი ტოლსტოი, ემილ ზოლა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პეტრე პირველი, რობერტ ასპრინი, სამნი ნავში, სარკე - მეგობარი სარკე - მტერი, სოლარისი, სტანისლავ ლემი, ხაფანგი, ჯერომ ჯერომი
სტანისლავ ლემის “სოლარისი” – ამ ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. ზოგადად ასეთ შეფასებებს ვერიდები (“შედევრის” და “გენიალურობის” გაგება სუბიექტური მგონია), მაგრამ “სოლარისის” შემთხვევაში მიჭირს არ დავეთანხმო. ალბათ წლებია ასეთი “რთული” აღარაფერი წამიკითხავს (თან კითხვის პროცესი ყველასთვის ცნობილ მოვლენებს დაემთხვა და რამდენიმე დღე უბრალოდ ვერ შევძელი გაგრძელება)… რთული გასაგებია, რა ელოდება კაცობრიობას, თუ ის თავის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციას მიატოვებს და სხვა ცივილიზაციის შესასწავლად გაემგზავრება… ეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც მოაზროვნე ოკეანესთან ცდილობს კავშირის დამყარებას და სოლარისტიკა ჰქვია… რეალურად საქმე მხოლოდ ახალ ცივილიზაციაში კი არა, ჩვენივე წარმოდგენაშია. ყველგან საკუთარ ანარეკლს ვეძებთ. ნამდვილები ჩავდივართ ახალ პლანეტებზე და ვერ ვეგუებით, როცა იქ სინამდვლე გვხვდება… ფსონი სოლარისტიკაზე კი არა, ჩვენივე გონების საზღვრებზე კეთდება… დეტალებს უკვე ლემი გიამბობთ (თუ ეს აქამდე არ გაუკეთებია), მე კი იმით დავკმაყოფილდებდი, რაც გავიგე. დანარჩენისთვის პლანეტა სოლარისზე წლების შემდეგ დავბრუნდები…
ბოლო კომენტარები