კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში! თუმცა სიტყვა “კეთილი” აქ რა მოსატანია… ქალაქში ხომ უბედურება ტრიალებს – გაურკვეველი ადამიანი თუ ძალა მოსახლეობას – ძირითადად ბავშვებს – ხოცავს! ეს ერთი შეხედვით მშვიდი დასახლება შიშს მოუცავს და გამოსავალიც არ ჩანს. პოლიცია მხოლოდ ვერსიებზე მსჯელობს და კომენდანტის საათს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. ნამდვილი დამნაშავე უცნობია და მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება… მეტი
ის
21 მაისი 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ირაკლი სულაძე, ის, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, სტივენ კინგი
სიზმართმჭერი
13 აპრილი 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, სიზმართმჭერი, სტივენ კინგი
უცხოპლანატელების მიერ დედამიწის დაპყრობაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და რამდენი ფილმი გინახავთ? ალბათ უამრავი. ეს თემა უკვე ერთგვარად გაცვეთილიც კია… მხოლოდ სტივენ კინგი თუ მოახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ “შეგვითრიოს” ასეთ სამყაროში -უფრო სწორად, სამყაროთა შორის გამართულ ომში… მეტი
თილისმა სტივისგან
20 ნოე 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეკატერინე სუმბათაშვილი, თილისმა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ სტრაუბი, სტივენ კინგი, შავი სახლი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში! ამჯერად ის პიტერ სტრაუბთან ერთად გვეპატიჟება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამერიკაში… და პარალელურ რეალობაში… ან იქნებ რეალობებში? ეს არავინ იცის ჯეკ სოიერისა და კიდევ რამდენიმე რჩეულის გარდა (მათ შორის ვართ ჩვენც – მისტერ კინგის ერთგული მკითხველები). სწორედ პატარა ჯეკთან ერთად მივყვებით ათასი ფათერაკით სავსე გზას და ვცდილობთ, რომ აღმოვაჩინოთ თილისმა გადავარჩინოთ მისი დედა და ზოგადად სამყარო… მეტი
ბილ ჰოჯიზის დაბრუნება
08 სექ 2017 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბილ ჰოჯიზი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მისტერ მერსედესი, სტივენ კინგი, end of watch, finders keepers
გახსოვთ ბილ ჰოჯიზი? მისი და მისტერ მერსედესის სისხლიანი დაპირისპირების ამბავი თუ წაგიკითხავთ, ნამდვილად ვერ დაივიწყებდით. ჰოდა, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს – ბილი დაბრუნდა! მეტი
ამბავი კეთილი ძაღლისა
28 ოქტ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დათო ახალაძე, დიოგენე, კუჯო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტივენ კინგი, et cetera
ძაღლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მე ძალიან კარგი (კატებისგან განსხვავებით, შეხებას არ ვერიდები:)). მათ ყოველთვის ჩვენს ოთხფეხა მეგობრებად მივიჩნევდი და არასდროს მეშინოდა… ასეა სტივენ კინგის მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგაც… იმიტომ, რომ კუჯო კეთილი ძაღლი იყო, ძალიან კეთილი ძაღლი… მეტი
11/22/63
14 ივნ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:11/22/63, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტივენ კინგი, ჯონ კენედი
ოდესმე გიოცნებიათ წარსულში დაბრუნებაზე? ალბათ ზოგჯერ მაინც გიფიქრიათ, რომ “უკან დახევის” შემთხვევაში ყველაფერს შეცვლიდით და ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ იქნებოდა… და თუ ეს ასეა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში! მეტი
მე, ქრისტინი, არნი და სტივენი
04 ივნ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, სტივენ კინგი, ქრისტინი
ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ ამავე დროს ის ნამდვილი ქალია. ის იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ყოველთვის “არასწორი” მამაკაცები უყვარდებათ, თუმცა ისე თავდავიწყებით (ერთი ნახვით), რომ ყველაფერს აკეთებენ მათთვის – სურთ იდეალური გარეგნობითა და სრული მორჩილებით სამუდამოდ მიიჯაჭვონ ავადმყოფური გრძნობის ობიექტები. მეტი
აღორძინება
31 მაისი 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აღორძინება, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტივენ კინგი
რაღაც მოხდა… რაღაც მოხდა… რაღაც მოხდა… არა, ეს რაღაც თავიდანვე არ მომხდარა. პირიქით – ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიწყო და თითქმის ნახევარი წიგნის მანძილზე “სიბოროტით” ცნობილმა სტივენმა სრულ იდილიაში გვამყოფა (ერთი “სიბოროტე” კი ჩიდინა, მაგრამ რა არის ავტოკატასტროფაში “კინგისეული”?)… თუმცა სწორედ ეს იყო მისი ჩანაფიქრი – ბედნიერი ამერიკული ოჯახისა და მათი კეთილი მოძღვრის ამბით მიგვიზიდა და… და საშინელებაში ჩაგვაგდო… მეტი
ზარი კინგისგან
09 ოქტ 2015 3 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მობილური, პალიტრა L, სტივენ კინგი
სტივენ კინგთან გასაუბრებაზე გიოცნებიათ? და იცოდით, რომ მას თქვენი ნომერი აქვს? დიახ, საშინელებათა ჟანრის მეფეს ყველას ტელეფონი აქვს და შეიძლება ერთ “მშვენიერ” დღეს დაგირეკოთ კიდეც, ოღონდ თქვენ არ უნდა უპასუხოთ! რატომ? ახლავე გიამბობთ.
მხატვარი კლაი მშვიდად მისეირნობდა ბოსტონის ქუჩებში და საკუთარ წარმატებაზე ფიქრობდა… ნაყინის მოყვარულები ფურგონთან იდგნენ… და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა – მობილურით განხორციელებული ან მიღებული ზარი დამღუპველი გახდა. უწყინარი მობილური საშინელების მატარებლად გადაიქცა და მომხმარებლები პირველყოფილ (იქნებ უარეს) ადამიანებად აქცია. შემდეგ ყველაფერი ნისლსა და გუმბათის ქვეშ ჩაკარგული ქალაქების სცენარით განვითარდა (ბრძოლა გადარჩენისთვის, სისხლი, რელიგიური “დისკუსიები” და ა.შ.). სულ ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავიფიქრე ის, რასაც ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ – “სტივ, შენ საზიზღარი ბებერი ხარ!” თუ ამ წიგნს წაიკითხავთ (ზემოთხსენებულ წიგნებთან ერთდ) და “ნორმალურებსა” და “მობილოიდებს” გაიცნობთ, თქვენც აუცილებლად დამეთანხმებით. ვინ იცის, იქნებ ჩემსავით “მობილოფობიაც” კი დაგეწყოთ… ოღონდ გირჩევთ, რომ ღამით იკითხოთ. პირადად მე კითხვის პროცესში მობილურის ზარს ვერ გავუძლებდი 🙂 მეტი
კერი უაიტის შურისძიება
10 ივლ 2015 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ამერიკელები, დავით ახალაძე, დიოგენე, კერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტივენ კინგი
კერი უაიტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამერიკელი გოგოა. ვინ იცის შეერთებულ შტატებში (და ზოგადად მსოფლიოში) რამდენი მოზარდი იტანჯება თანაკლასელთა დაუნდობლობის გამო… თუმცა კერის ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს, რაც თავიდანვე გამორიცხავს ასეთი შემთხვევებისთვის ტრადიციად ქცეულ დასასრულს – თვითმკვლელობას ან ფსიქიატრიულ კლინიკას…
კერის თუ გაიცნობთ და მის ცხოვრებას ჩაუღრმავდებით, აუცილებლად მიხვდებით მისი საქციელის მიზეზს. არა, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებთ, მაგრამ გაუგებთ… როდემდე შეიძლება ახალგაზრდა გოგონამ ითმინოს მუდმივი დაცინვა ან უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა? ის ხომ ყველასთვის ცარიელი ადგილია და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა “გართობა” მოუნდებათ… ხომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც ესმოდეს მისი? თუნდაც დედას… თუმცა რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ქალს, რომელიც საკუთარ შვილს ცოდვის ნაყოფს უწოდებს, თითოეული “არასწორი” ნაბიჯის შემდეგ საათობით კეტავს “სალოცავ ოთახში”, მუდმივად ამცირებს, ფიზიკურად ეხება, ნორმალურად ჩაცმის, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, საკუთარ სხეულს, საკუთარ სქესს აძულებს, შეიძლება დედა ვუწოდოთ? და ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რაც კერიმ გამოსაშვებ საღამოზე ჩაიდინა? ჩემთვის ეს საოცარი ნამდვილად არ არის. ვინ იცის, მეც რომ გადამეტანა ამდენი ტანჯვა და შემდეგ მეგრძნო, რომ ჩემი უნიკალური ძალის წყალობით შურისძიება შემეძლო, შევიკავებდი კი თავს? ალბათ არა. მეც ზუსტად კერი უაიტივით ვიძიებდი შურს და გასისხლიანებული გამოვიდოდი ცეცხლის ალიდან… მეტი
ბოლო კომენტარები