სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა… More