წაგიკითხავთ ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”? თუ არა, HBO-ს მართლაც შესანიშნავი (ჰო, კარგი, შეიძლება ბოლო სეზონი არ მოგვეწონა, მაგრამ ახლა უკვე ვპოულობ ლოგიკას მომხდარში) სერიალი “სამეფო კარის თამაშები” მაინც გექნებათ ნანახი. თხრობა აქ რობერტ ბარათეონის მეფობისას იწყება და დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ამჟამინდელმა მონარქმა რკინის ტახტი ტარგარიენების დინასტიის ჩამოგდების შედეგად მიიღო. თავად უკანასკნელი მეფე, რომელსაც შეშლილს უწოდებდნენ, ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, თუმცა მმრთველობა მაინც სერსეის ქმარს დარჩა და არა ძმასა და საყვარელს (აქაც ჩანს ტარგარიენების გავლენა – ისინი ხომ “ოჯახურ” ქორწინებებს არად აგდებდნენ და პირიქით, მიესალმებოდნენ კიდეც). ტახტის უკანასკნელი მემკვიდრეები ვიზერისი და დეინერისი დრაკონის კვერცხებთან ერთად შორეულ მხარეში აღმოჩდნენ… და აი ახლა, როდესაც ტარგარიენების ისტორიას თავიდან ვეცნობით, ეს ყველაფერი სულ სხვაგვარ სახეს იძენს… მეტი
ტარგარიენების ცეცხლი და სისხლი
26 აგვისტო 2019 2 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეფო კარის თამაშები, ტარგარიენები, ფენტეზი, ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, ცეცხლი და სისხლი, ჯორჯ მარტინი
ბოლო კომენტარები