საახალწლო მოგზაურობები 2013

კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… More

რინსვინდისა და ორყვავილას დაბრუნება

გისურვებთ, რომ საინტერესო დროებაში გეცხოვროთ. – ძველი წყევლა

რინსვინდისა და ორყვავილას ძალიან სახალისო თავგადასავლები გახსოვთ? თუ სერ ტერის ორად ორი ქართული თარგმანი წაკითხული გაქვთ, ვერ დაივიწყებდით, თუ არადა პოსტებიდან გეხსომებათ (ჯერ მარტო ერთ “მეზობელ” ბლოგზე ისეთი პოსტი დაიწერა…). ჰოდა ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ არკ-მორპორკში არ  მოფრინდა ალბატროსი, არც ის წერილი მოიტანა, რომელშიც აქატის იმპერია დიდი ჯადოქრის გამოგზავნას ითხოვდა. შედეგად მათთან მართლაც განსაკუთრებული – ყველაზე მშიშარა და უვიცი – ჯადოქარი რინსვინდი არ გაგზავნეს… More

ლიტერატურული 2012

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის განმავლობაში ქვეყანა არ დამიტოვებია, მაინც უამრავ ადგილას “ვიმოგზაურე” (ძირითადად ამერიკაში), არაერთი საინტერესო ავტორი გავიცანი (მაგალითად, დათო ტურაშვილი, ტერი პრატჩეტი), ან ძველ ნაცნობებთან გავაღრმავე “მეგობრობა” (მაგალითად, ორჰან ფამუქთან, თეოდორ დოსტოევსკისთან, რეი ბრედბერისთან, ალბერ კამიუსთან, უმბერტო ეკოსა და არტურო პერეს-რევერტესთან)… More

Next Newer Entries