ცხოვრება კამერის მიღმა

რას ფიქრობთ მედიაზე? ალბათ არაერთგვაროვანი აზრი გაქვთ, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ (თან თავისუფალი მედიის შენაჩუნებისთვის რომ ვიბრძვით, თან კი მართული მედიის “თავისუფალ” კომენტარებს ვისმენთ… მაგრამ ეს სხვა თემაა). თუმცა ერთი რამ ცალსახაა – კამერის მიღმაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და რომ არა ისინი, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მივიღებდით (ტყუილად კი არ იყო სტალინი ტელევიზიის წინააღმდეგი). მედია ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სფეროა და სწორედ ამიტომ არტურ ჰეილიმ აეროპორტისა და სასტუმროს გარდა, საღამოს ახალი ამბების სტუდიაშიც შეგვახედა. More