“ისევე, როგორც თავისუფლება, ტიბეტი არ არის შორს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაების გადაღმაა და ტიბეტის მთები არასოდეს მოვლენ ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, როგორც თავისუფლებასთან, რომელსაც არავინ მოგვცემს და თავისუფლება არასოდეს მოვა ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ.”
წლების წინ დათო ტურაშვილმა და მისმა მეგობრებმა ტიბეტში იმოგზაურეს. წელს (უკვე მესამედ) ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ მათ კვალს გავყოლოდით…
…და აი, უკვე ნეპალში ვართ. ბინძური ქუჩების გავლით ჰიპებით სავსე უბნის – ტამელისკენ – მივემართებით. ამ ძალიან განსხვავებულ (მიუხედავად “საეჭვო” მეფის მმართველობისა) ქვეყანაში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა (რუსი მარიშაც ხომ გასათვალისწინებელია), თუმცა მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ტიბეტია… მეტი
ბოლო კომენტარები