მწვანე გზა სიკვდილისკენ

book_519b51e33edadროცა ღმერთი ციხის ზედამხედველ პოლს და მის მეგობრებს სამსჯავროზე უხმობს და ჰკითხავს, რატომ წაართვეს სიცოცხლე მის ქმნილებას, რას ეტყვიან? რომ ეს მათი სამუშაოა? რომ მათთვის ადამიანის სიკვდილით დასჯა, მასთან უკანასკნელი საათების გატარება, უკანასკნელი სურვილის დავიწყება, ამ თემაზე ხუმრობა ჩვეულებრივი ამბავია? მართალია, ყველა ჩვენგანი გადის ოდესმე მწვანე გზას სიკვდილისკენ (ზოგი გზა გრძელია, ზოგი – მოკლე), მაგრამ არავის აქვს იმის განადგურების უფლება, რაც არ შეუქმნია…

…პოლმა და მისმა მეგობრებმა კი ეს 78-ჯერ გააკეთეს. მათ ათეულობით ადამიანი დასვეს ელექტროსკამზე და გაანადგურეს მათი სხეული და არა მათში არსებული ბოროტება. მათ შორის იყო დელაკრუა – სასტიკი მკვლელი, რომელიც ისე “შეიწვა”, როგორც ინდაური. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს სამართლიანია, მაგრამ ადამიანი, თუნდაც ყველაზე საშინელი, მაინც ღმერთის ქმნილებაა, რომლის გულშიც სულ პატარა სიკეთის მარცვალი ყოველთვის არსებობს. მასაც შეუძლია სიყვარული ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო არსების მიმართ, როგორიც თაგვია… მეტი