სერიული გამოცემების დიდი მოყვარული არ გახლავართ. არც ყბადაღებულ “50 წიგნს” მივყვები და არც მის “სამართალმემკვიდრე” “49-ს”. ნავსის გატეხვა მხოლოდ “დიოგენემ” მოახერხა და მათი “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” მომდევნო წიგნს სულმოუთქმელად ველი ხოლმე… და აი სულ ახლახანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ახალი სერია დაიწყო. პირველ გამოცემებსა და დაანონსებულ “კინო-წიგნებს” თუ გადავხედავთ, ალბათ ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა გამოვა. ასე რომ, ჩავერთოთ ამ პროექტშიც – შევადაროთ ერთმანეთს საყვარელი ფილმები და წიგნები, ან ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ შევაფასოთ ეკრანიზაციები 🙂 More
სერია “კინობიბლიოთეკა” – დასაწყისი
30 ივნ 2014 4 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალფრედ ჰიჩკოკი, ანდრეი ტარკოვსკი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბლეიკ ედვარდსი, ელდარ შენგელაია, ენტონი პერკინსი, კინობიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოდრი ჰეპბერნი, რეზო ჭეიშვილი, რობერტ ბლოჰი, რობერტ ზემეკისი, საუზმე ტიფანისთან, სოლარისი, სტანისლავ ლემი, სტივენ სოდერბერგი, ტომ ჰენქსი, ტრუმენ კეპოტი, უინსტონ გრუმი, ფორესტ გამპი, ფსიქო, ცისფერი მთები
აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II)
31 აგვისტო 2012 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აზიმოვი, გობლინთა ნაკრძალი, ეგზისტენციალიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რობოტი, საიმაკი, სარტრი, სიტყვები, ტრუმენ კეპოტი, ღამის ხე
ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”… More
ბოლო კომენტარები