სტუმრად მუმინებთან

Moomin_kuva მეტი

რაც გამომრჩა…

janstamm9საბავშვო წიგნებს რომ ასაკი არ აქვთ, ძველი ამბავია. თუ რამე გამოგვრჩა, გვიანი არასდროსაა. ახლაც სამი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც არ წამიკითხავს და დიდი სიამოვნებით “გავუდექი გზას”.

ჯერ იყო და Goodreads-ზე ხეტიალისას დიუმას “ორ დიანას” გადავაწყდი, რომელიც ჩემს 15-ტომეულში არ შესულა. დიდი ხანია მისი საფრანგეთი მენატრება და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი… ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოს ან უკანასკნელი ვალუების ამბებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო ისტორია კი გახლავთ. მართალია, დიუმა ტრადიციისამებრ ჭეშმარიტებას მნიშვნელოვნად სცდება, მაგრამ ჰენრი II-ის, მისი მეუღლის – ეკატერინე მედიჩის, ფავორიტის – დიანა დე პუატიეს, მეფისა და ამ უკანასკნელის ქალიშვილის – დიანა დე კასტროს (რომელიც რეალურად სულაც არ იყო დიანას შვილი), მასზე შეყვარებული გაბრიელ დე მონტგომერის (რომელიც არსებობდა, თუმცა დიანასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია), სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების, დე გიზებისა და მონმორანსების ამბები საოცრად დინამიური გახლავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის აღმოცენებული დაპირისპირების პირველ ეპიზოდებზე… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ორი დიანა” სულაც არ არის გამოსატოვებელი წიგნი (მიუხედავად ნაკლები პოპულარობისა). ოღონდ ერთი კია – მისი წაკითხვა “დედოფალ მარგომდე” სჯობს, რადგან ქრონოლიგიურად სწორედ მისი წინამორბედია… მეტი