უბიკ(ებ)ის სამყაროში…

Untitledწარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეთ, მთქნარებით მიხვედით მადუღარასთან და ყავის მაგივრად სულ სხვა რამემ გამოგაფხიზლათ – მადუღარამ 5 ცენტი მოგთხოვათ! დიახ, თქვენ შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ ამ ფაქტმა, მაგრამ ფილიპ დიკის სამყაროში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მერე რა, თუ მაცივარი გასამრჯელოს გარეშე არ იღება და არც კარი გატარებთ უსასყიდლოდ. სამაგიეროდ შეგიძლიათ სიკვდილის მერეც იცხოვროთ (თუ შეიძლება თუნდაც ნახევარ-სიცოცხლე ვუწოდოთ “საყვარელ ძმათა მორატორიუმში” არსებობას). თუ ამაში ეჭვი გეპარებათ და მაინც განერვიულებული ხართ, არც ესაა პრობლემა. წაბრძანდით აფთიაქში და შეიძინეთ დამამშვიდებელი საშუალება უბიკი. შემდეგ ფასიანი ლიფტით ისევ სახლს დაუბრუნდით და მიირთვით გემრიელი უბიკი, დააყოლეთ უბიკი და წაიკითხეთ უბიკი… რაღაც ძალიან ბევრი უბიკი ხომ არ არის გარშემო? ძალიან ხომ არ გამრუდდა აწმყო? ან იქნებ ეს სულაც არ არის აწმყო და წარსულია, ან მომავალი? და იქნებ თქვენ რომ ახლა ამაზე ფიქრობთ, ვიღაც ამ თქვენს ფიქრებს ხედავს? ხომ არ აჯობებს, რომ ინერციალების ჯგუფი დაიქირავოთ და ტელეპატებისგან დაცვა სთხოვოთ? მაგრამ ხომ ნახეთ რა დაემართათ ჯო ჩიპს და მის თანამებრძოლებს? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ქნათ… შეიძლება ფილიპ დიკმა იცოდეს, ან მანაც ვერ გიპასუხოთ… ვინ იცის… More