37-მდე…

“რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა თუ სამშობლოდან განდევნაო, ისევ პირველი მირჩევნია.” – მიხეილ ჯავახიშვილი

1937 წელი… ეს ის თარიღია, რომელიც 1921 (“წითელი” ოკუპაციის) და 1924 (ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების) წლებთან ერთად სისხლის ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში (ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის სწავლებისას საბჭოთა ეპოქა მხოლოდ მოკლედ და მშრალად განიხილება. არადა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე საგნადაც უნდა იყოს გამოყოფილი). დიდი ტერორის თემით დაინტერესებულებს მოგეხსენებათ, რომ რეპრესიები ამ წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა, თუმცა ჩვენთვის პოლიტიკურ დევნასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ 1937 წელი უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანის (მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვების) ამქვეყნიდან წასვლის თარიღი გახდა… More