კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჯანქ-სამყაროში”! მიირთვით შიშველი საუზმე! დაიხ, დიახ, გადაიღეთ, არ მოგერიდოთ! მისტერ ბეროუზი სუფრასთან გიწვევთ, რათა მასთან ერთად კიდევ ერთხელ დააგემოვნოთ “ჯანქ-კერძები”… კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ჯანქი… რას ნიშნავს “ჯანქზე შეჯდომა”, “ლომკა”, ბუნდოვანი ცხოვრება, რომლის აზრიც მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს – ჯანქში… და როგორია ჩაშვება – ბოლომდე ჩაფლობა უფსკრულში, რომლიდანაც ვერავინ ამოვა… უფრო სწორად, თითქმის ვერავინ, რადგან მისტერ უილიამი ამოვიდა… ამოვიდა, რათა შემდეგ მივეწვიეთ შიშველ საუზმეზე… More
შიშველი საუზმე
15 დეკ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, უილიამ ბეროუზი, შიშველი საუზმე
ამერიკული დეკემბერი
21 დეკ 2012 9 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბიტნიკები, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, ზოგჯერ დიადი იდეა..., კენ კიზი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნარკომანია, პური ლორით, უილიამ ბეროუზი, ქრიზანთემები, ჩარლზ ბუკოვსკი, ჯანქი, ჯონ სტაინბეკი
უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!” More
ბოლო კომენტარები