უიმედოთა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უიმედოთა ქალაქში! ქალაქში, რომელსაც ბოროტი ძალა მართავს, საგზაო მოძრაობას მანიაკი აკონტროლებს, მაჩვენებელზე მოკლული კატაა გაკრული, სიკვდილი ყოველ კუთხეში იმალება…

გგონიათ, რომ ეს უბრალოდ წიგნია და მეტი არაფერი? ძალიან ცდებით. საკმარისია უიმედოთა ქალაქში აღმოჩნდეთ, რომ შიში შეგიპყრობთ. თქვენც ისევე უსაზღვროდ შეგეშინდებათ, როგორც ჯონი მარინვილს, სტივ ემესს, სინტია სმიტს, რალფ, ელენ, დევიდ და კირსტი კარვერებს, მერი და პიტერ ჯეკსონებს, ტომ ბილინგსლის, ოდრი უაილერს… და ყველას, ვინც უიმედოთა ქალაქში ცხოვრობს… თქვენც მათსავით არ გეცოდინებათ, მოახერხებთ თუ არა კოლი ენტრეგიანისგან გაქცევას… ტეკისგან გაქცევას… იქნებ სიკვდილიც ინატროთ, მაგრამ ამასაც “იღბალი” უნდა… დემონით შეპყრობილი უზარმაზარი პოლიციელი ადვილი დასამარცხებელი არ არის, მით უფრო, რომ მას კოიოტები, ობობები და სხვა არსებები ეხმარებიან… კრიტიკულ მომენტში ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები თვალწინ გაგირბენთ (ჩემი მოკრძალებული აზრით, მხოლოდ დევიდის და ბრაიენის ეპიზოდის გამოც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა) და მიხვდებით, რომ ან ბოლომდე გახვალთ, ან უიმედოთა ქალაქში დარჩებით, ან დევიდივით ირწმუნებთ ღმერთის სიტყვას (მიუხედავად ყველაფრისა), ან “დაიშლებით”… More