კუნდერას ჩეხეთი

1apr.download (13)ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი მილან კუნდერა ყოველთვის ჩეხეთსა და ტრფობაზე წერს და რა გასაკვირია, თუ თავისი მეორე (პირველზე ოდნავ ქვემოთ) პროზაული ნაწარმოები, უფრო სწორად კი, ნოველების კრებული, სწორედ ასე დაასათაურა – “სალაღობო ტრფობანი”. ეს წიგნი 7 ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, “მამაკაცური” სიყვარული (ამ გრძნობას სწორედაც რომ ქართული თარგმანი შეეფერება). შვიდივე გმირი ნამდვილ დონ ჟუანად მიიჩნევს თავს და ერთი შეხედვით კომიკურ სასიყვარულო ისტორიაში ებმება, თუმცაღა, მე თუ მკითხავთ, სასაცილო აქ ბევრი არაფერია. “სალაღობო ტრფობანი” ერთი დიდი ტრაგედიაა – მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ჩეხების ტრაგედია, რომლებსაც სიყვარული “ნადირობაში” არევიათ და ტრაგიკულ გარემოს ცინიზმით ებრძვიან, თუმცა ამით შვებას კი არა, უარეს სევდას გრძნობენ და ჩვენც გვიზიარებენ… მეტი