კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალესანდრო ბარიკოს სამყაროში! ეს ის სამყაროა, რომელშიც მუდმივად მუსიკისა და ოკეანის ხმა გესმით და თითქოს აბრეშუმის შეხებას გრძნობთ. აქ ცხოვრობს კაცი უცნაური სახელით 1900, რომელსაც ხმელეთზე ფეხი არასდროს დაუდგამს და გემზე უკრავს ღვთაებრივ მუსიკას… და კაცი, რომელმაც აბრეშუმის წარმოება შესანიშნავად ააწყო, თუმცა კი იაპონიიდან ჭიის გარდა ქალის სიყვარულიც ჩამოიტანა გულით… და ქალი, რომელიც ოცნებობდა, რომ ქმრის საყვარელ ქალად ქცეულიყო… ეს სიყვარულის სამყაროა – მუსიკის, ოკეანის, ქალის, მამაკაცის სიყვარულის სამყარო… More
ალესანდრო ბარიკოს სამყარო
19 აგვისტო 2019 დატოვე კომენტარი
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:აბრეშუმი, ალესანდრო ბარიკო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეოცე, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ოთახი ხედით
15 ივლ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოთახი ხედით, უკვდავი ბიბლიოთეკა, ფორსტერი, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფლორენციაში! ლიუსი და მისი კუზინა მდინარე არნოს პირას პანსიონატ “ბერტოლინიში” ისვენებენ, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს ეცნობიან… მაგრამ იტალიას (გნებავთ ბედისწერა უწოდეთ) სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს – იებით მოფენილი ბორცვები სიყვარულისკენ უბიძგებს ახალგაზრდებს და არა “განათლებისკენ”… ლიუსი და ჯორჯიც მის მახეში ებმებიან, მაგრამ მთავარი ფაქტორი სულ სხვაა… More
დიდი იმედები
08 ივლ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:დიდი იმედები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, ჩარლზ დიკენსი, წიგნები ბათუმში
კლასიკური ლიტერატურა თუ გიყვართ, ჩარლზ დიკენსსაც უნდა იცნობდეთ (განუმეორებელი სტილით, იუმორით, გმირებით). ერთ დროს მისი რუსულენოვანი 30-ტომეული თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებდა (აქედან რამდენი ტომი იყო გადაშლილი, ეს სხვა საკითხია. მაშინ ხომ ორი “მხარე” არსებობდა – ერთნი უბრალოდ “პრესტიჟის” გამო გამოფენდნენ მრავალტომეულებს, მეორენი კი იმიტომ, რომ ცალკეული ნაწარმოებების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ). შემდეგ ის დაივიწყეს… და აი დღეს ბათუმელები “უკვდავი ბიბილიოთეკის” ფარგლებში აქტიურად თარგმნიან “ძველ” ნაწარმოებებს. მათ გარეშე (ისევე როგორც თანამედროვე წიგნების) ხომ ლიტერატურა არ არსებობს… ასე ითარგმნა ქართულად “დიდი იმედებიც” – წიგნი ნამდვილ ინგლისსა და ნამდვილ ადამიანებზე… წიგნი დიდ იმედებზე… More
გომბროვიჩის პორნოგრაფია
25 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, ქეთი ქანთარია, წიგნები ბათუმში
სანამ ახალ წიგნს გადაშლით, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას? სათაურს? მაშინ არ წაიკითხოთ ვიტოლდ გომბროვიჩის წიგნი, არ წაიკითხოთ! აქ ვერ ნახავთ სექსს, ვერც კოცნას… და სიშიშვლეს? აქ ვერ ნახავთ შიშველ სხეულს, მაგრამ ნახავთ უფრო მეტს – შიშველ ტვინს! დიახ, დიახ, ვიტოლდი და მისი მეგობარი ფრიდერიკი, რომლებიც ომის დროინდელ პოლონეთში სოფელს სტუმრობენ და ერთობ “უცნაურ” თამაშში ჩაებმებიან, ბოლომდე აშიშვლებენ საკუთარ ტვინს, გონებას, სულს… და განა ეს არ არის ჭეშმარიტი პორნოგრაფია? განა მათი სურვილი, რომ ერთმანეთისკენ უბიძგონ მოზარდებს – კაროლსა და ჰენიას, არ არის ერთგვარი ეროტიკა? და რას იტყვით ვიტოლდ გომბროვიჩზე, რომელსაც რეალურად არასდროს უნახავს ომი? იქნებ ესეც საკუთარი ქვეცნობიერის, საკუთარი მეორე “მეს” გაშიშვლებაა? და წიგნის ფურცლებზე დაღვრილი სისხლი, რომელსაც თითქოს არაფერი მოასწავებდა? და დასასრული? არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ამ წიგნზე, მაგრამ ერთი რამ კი ცალსახაა – ამაზე ვერ ისაუბრებთ, ეს უნდა წაიკითხოთ! More
მოჩვენება პარიზის ოპერის თეატრიდან
22 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:გასტონ ლერუ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ციმაკურიძე, ოპერის მოჩვენება, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის ოპერის თეატრში! აქ გენიალურ კომპოზიტორთა შედევრების მოსასმენად მოხვედით? წინ მართლაც დიდი სიამოვნება გელით, მაგრამ სულ სხვა კუთხით – ოპერის თეატრი ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს! დიახ, დიახ, თქვენ ვერ დაჯდებით კონკრეტულ ლოჟაში, რადგან ის ოპერის მოჩვენებას ეკუთვნის და თუ მაინც წახვალთ რისკზე, მუსიკისთვის ნამდვილად ვერ მოიცლით. აჩრდილს ხუმრობა არ უყვარს! მან თავის სამყოფელად თეატრი აირჩია, თავისი გული კი ახალგაზრდა მომღერალს აჩუქა. მან ასე გადაწყვიტა და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება – ვერც ოპერის ახალი ხელმძღვანელობა, ვერც მომღერლის სიყვარული და ვერც გასტონ ლერუ… და, რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ… მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მის ნაკვალევს გავყვეთ, თეატრის ყველა კუთხეში შევიხედოთ… და, რაც მთავარია, მისი – ოპერის მოჩვენებად წოდებული გენიალური კომპოზიტორის, ერიკის ბნელ სულში… More
შეშლილი ადამის სამყარო
04 ნოე 2018 %(count)s კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგარეტ ეტვუდი, ორიქსი და კრეიკი, უკვდავი ბიბლიოთეკა, შეშლილი ადამი, წარღვნის წელიწადი, წიგნები ბათუმში
შენ ფანჯარაში დანიილს დაინახავ
26 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:დანიილ ხარმსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მანანა მენაბდე, უკვდავი ბიბლიოთეკა, შენ ფანჯარაში დამინახავ, წიგნები ბათუმში
იცნობთ დანიილ ხარმსს? ის არც ისე ცნობილია ჩვენთვის, როგორც რუსული ლიტერატურის სხვა დიდოსტატები, თუმცა თუ მის ერთ მოთხრობას, ერთ ჩანაწერს მაინც წაიკითხავთ, აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს მისი “ნაკლები მნიშვნელობის” გამო არ მომხდარა. დიახ, ის არ არის კლასიკოსი. ის მეამბოხეა! თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ის დაუპირისპირდა ყველაფერს – ტრადიციულ ლიტერატურულ ფორმებს, საკუთარ სახელსაც კი… ის მწარე რეალობას არარეალური იუმორის “გავლით” გვიჩვენებდა, წერდა ბავშვებისთვის, რომლებიც, როგორც თავად ამბობდა, სძულდა… და თუ თქვენ შეიხედავთ “მის” ფანჯარაში, დაინახავთ დანიილს – არანორმალურ გენიოსს, რომელმაც შექმნა საოცარი ირონიით გაჟღენთილი აბსურდის სამყარო! More
ქალი ხავერდის ყელსაბამით
23 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალექსანდრ დიუმა, ეკატერინე სუმბათაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, ქალი ხავერდის ყელსაბამით, წიგნები ბათუმში
ალექსანდრე დიუმას პარიზს ალბათ ყველა იცნობს. მის მიერ შექმნილი მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოსა და უკანასკნელი ვალუების ამბები ბიბლიოფილთა უმეტესობისთვის ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, თუ ამ ადამიანის ყოველი “ახალი” წიგნის გადაშლისთანავე თავბრუდამხვევ ისტორიაში გადავეშვებით ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქალი ხავერდის ყელსაბამით” აღმოვაჩინე (ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ზემოთსენებულ სერიებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო მონათხრობი კი გახლავთ) – კისრისტეხით “გავიქეცი” მორიგი თავგადასავლისკენ… More
პრაღელი გოლემი
12 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:გოლემი, გუსტავ მაირინკი, თამარ კოტრიკაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში! ეს არ არის ის ფერადი ქალაქი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს გუსტავ მაირინკის ნაცრისფერი პრაღაა, რომელშიც დემონები იმალებიან. გეტოს მისტიკურ ქუჩებში უცნაური ადამიანები დადიან უცნაური ისტორიებით, ლეგენდებით, ცხოვრებით… აქ არაფერია ჩვეულებრივი – არც გარემო, არც გმირები, არც სასიყვარულო, დეტექტიური თუ “საშინელებათა” ხაზი… ყველაფერს რაღაც უცნაური “გემო” დაჰკრავს… რაღაც ისეთი… თითქოს ძველ წვიმიან პრაღაში
დავხეტიალობთ და ისე ვეხვევით არაჩვეულებრივ ამბებში, როგორც ობობას ქსელში… გოლემიც სულ ჩვენთანაა… არა, ფიზიკურად არა… უბრალოდ ის ყველგანაა – მთავარ პერსონაჟში, მის სიზმრებში, მის რეალობაში, ჩვენს რეალობაში… იმ რეალობასა და გამონაგონში, რომელთა შორის საზღვარსაც ერთი ჩვეულებრივი ქუდი ჰყოფს… ან იქნებ არც ჰყოფს… იქნებ საზღვარი უბრალოდ არ არსებობს… More
ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
23 თებ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ეკატერინე სუმბათაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რომენ გარი, უკვდავი ბიბლიოთეკა, ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ, წიგნები ბათუმში
ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ… რომენ გარი შორს არ წასულა – პარიზში დაასრულა სიცოცხლე… განშორდა იმ სამყაროს, რომელშიც ბარბითზე უკრავენ, კაცთმოყვარეობა, ხელოვნება, საშობაო ზღაპრები, გმირობა, სიყვარული, ერთგულება, პროგრესი, უმანკოება და დიდება, ისტორია და სიგიჟე სულ სხვაგვარად ესმით… ალბათ ამიტომ მიიღო რომენმა ასეთი გადაწყვეტილება და არა ნერვიული დეპრესიის გამო, რომელიც მას შემდეგ სტანჯავდა, რაც ზრდასრული გახდა… არც ჯინ სებერგზე დარდის გამო, რომელსაც 10 წლით ადრე დაშორდა… უბრალოდ პერუში გაფრენა უნდოდა და სხვა გზა ვერ იპოვა… სხვაგვარად ვერ გაჰყვა ჩიტებს… More
ბოლო კომენტარები