ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით. პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! მეტი
ზამთრის მოგზაურობები
05 დეკ 2014 7 Comments
in ბრაზილიური, ბრიტანული, ესპანური, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, არტურო პერეს-რევერტე, დონა ფლორი და მისი ორი ქმარი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მერილ სტრიპი, ჟორჟი ამადუ, რომენ გარი, ფარიკაობის ოსტატი, ფრანგი ლეიტენანტის ქალი, ცხოვრება წინაა, ჯერემი აირონსი, ჯონ ფაულზი
ბოლო კომენტარები