რომენ გარიმ თავისი ბოლო რომანი 1980 წელს დაწერა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა მკითხველთან, ღირსეული ნაბიჯი უკვდავებისკენ… მეტი
ფრანებით მოჭედილი ცა
18 ნოე 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, ემა ობგაიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რომენ გარი, საფრანგეთი, ფაშიზმი, ფრანები
ეს რომ მოხდარიყო…
18 სექ 2015 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ეკატერინე სუმბათაშვილი, კაცი მაღალ კოშკში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფაშიზმი, ფილიპ დიკი, ფილიპ როთი, შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ, წიგნები ბათუმში
ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…
პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… მეტი
შინდლერის კიდობანი
06 მარ 2015 7 Comments
in ავსტრალიური, ლიტერატურა ტეგები:ანტისემიტიზმი, აუშვიცი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიქტატურა, ებრაელები, თომას კენილი, კინობიბლიოთეკა, ლაიამ ნისონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიკა სამუშია, ოსვენციმი, რეიფ ფაინსი, საკონცენტრაციო ბანაკები, სსრკ, სტივენ სპილბერგი, ფაშიზმი, შინდლერის სია, ჰიტლერი, ჰოლოკოსტი
„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.
ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… მეტი
ფუკოს ქანქარა
28 ნოე 2014 4 Comments
in ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, იტალია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასონები, პრაღის სასაფლაო, ტამპლიერები, უმბერტო ეკო, ფაშიზმი, ფუკოს ქანქარა, ხათუნა ცხადაძე, ჰიტლერი, et cetera
ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება? “ფუკოს ქანქარის” შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა – ეს წიგნი ძალიან დიდხანს მოდიოდა ჩემამდე და ბოლოს მოვიდა!
…მოვიდა და რა მოვიდა… პირველი თავი კი რთულად გავიარე (ზოგადად ეკოს ხომ ახასიათებს მძიმე დასაწყისი), მაგრამ შემდეგ სინიორ უმბერტომ პირდაპირ ტამპლიერების ეპოქაში გადამისროლა. უფრო სწორად, გამომცემლობის თანამშროლები – კაზობონი, ბელბო და დიოტალევი გადაისროლა. ამ სამეულმა “მასონური გეგმის” გამოგონება გადაწყვიტა და საბოლოოდ ისეთი რამ შექმნა, რომ რეალობისგან ძნელად თუ გაარჩევთ (თავადაც კი ვერ არჩევდნენ და ჩვენ რა შეგვიძლია)…
სიუჟეტზე მეტს არაფერს გეტყვით. ალუზიები, შეთქმულების თეორიები, ტამპლიერები, სიონისტები, მასონები, ასასინები, კაბალისტები და სხვა “მისტიკური ელემენტები” (სხვათა შორის, აქ პრაღის სასაფლაოც შეგხვდებათ, ჰიტლერიც, კალიოსტროც, ბეკონიც და ა.შ.) თავად უნდა “შეიგრძნოთ”. ბოლოს პარიზის მუზეუმში ფუკოს ქანქარის მოძრაობაც უნდა დაინახაოთ. მხოლოდ ასე თუ დარწმუნდებით, რომ უმბერტო ეკომ საკუთარი ბავშვობისა და გატაცებების საფუძველზე შექმნა გენიალური ნაწარმოები და შესაშური “საინტერესოობით” დასცინა უაზრო “მისტიფიკატორებს”…
P.S. სამწუხაროდ, ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს. ალბათ “დიოგენე” შემოგთავაზებს, თუმცა “პრაღის სასაფლაოს” ამბავს თუ გავიხსენებთ, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, სინიორ უმბერტო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სიმკაცრეს იჩენს 🙂 თუმცაღა, წიგნის სირთულეს თუ გავითვილისწინებთ, მშობლიურ ენაზეც სიამოვნებით გადავიკითხავ…
P.P.S. და აი, დადგა ეს დღეც! პოსტის გამოქვეყნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა “დიოგენემ” მაინც შეასრულა დანაპირები და უკვე გვაქვს ქართული თარგმანი!
ჰერტა მიულერის სამყარო
03 ოქტ 2014 4 Comments
in ლიტერატურა, რუმინული ტეგები:ანტისაბჭოთა, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, მწვანე ქლიავის მიწა, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სიესტა, სუნთქვის საქანელა, ფაშიზმი, ჰერტა მიულერი
რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… მეტი
ზაფხული ნობელიანტებთან ერთად
05 აგვისტო 2013 5 Comments
in ამერიკული, გერმანული, ლიტერატურა, უნგრული ტეგები:აგვისტოს ნათელი, გიუნტერ გრასი, თუნუქის დოლი, იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სამოთხიდან აღმოსავლეთით, ფაშიზმი, ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი
გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”… მეტი
რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან
15 აპრილი 2013 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, აჩრდილები სამოთხეში, დოვლატოვი, ემიგრაცია, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რემარკი, უცხოელი, ფაშიზმი, ღამე ლისაბონში, შეიყვარე მოყვასი შენი, ჩემოდანი
რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:
ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში… მეტი
ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა
19 ივლ 2012 19 Comments
in გერმანული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ომი, ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა, რემარკი, საბჭოთა კავშირი, ფაშიზმი, ჰიტლერი
რამდენიმე წლის წინ ერიხ მარია რემარკი ჩემს ფავორიტ მწერალთა შორის იყო. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ არაერთი ავტორი შეემატა, რემარკი კი ოდნავ მივივიწყე, თუმცა როგორც კი თაროზე “ჩაკარგულ” მის წაუკითხავ ნაწარმოებს გადავაწყდი, მაშინვე გადავშალე. ომის შემდეგ ამ მწერალს აღარ შევხვედრივარ და ახლა სულ სხვა კუთხით შევხედე.
აქაც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, რემარკი თითქოს ახალს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეს მრავალჯერ განმეორებული ჭეშმარიტება იმდენად ახლობელია ომგამოვლილი ხალხისთვის… ომის საშინელებას “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” შესანაშნივად გადმოგვცემს, მაგრამ ეს ომამდე იყო…ახლა კი ისევ ომია, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ომი ყოველთვის ერთნაირია. მეტი
“დასავლეთის სინდისის” ფილოსოფია
26 ივნ 2012 15 Comments
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალბერ კამიუ, დაცემა, ეგზისტენციალიზმი, კალიგულა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო, ფაშიზმი, შავი ჭირი
“დასავლეთის სინდისად” წოდებული ალბერ კამიუ დიდი ხნის წინ გავიცანი – მასთან ერთად მერსოც – ადამიანი, რომელიც უცხო იყო სამყაროსთვის და საზოგადოებამაც დაუფიქრებლად მოიშორა თავიდან. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
“დაცემა” – ეს არის ერთი დიდი აღსარება, ისევე როგორც ცხოვრებაა ერთი დიდი აბსურდი, ერთი დიდი დანაშაული… სამყარო სიცარიელეა და ამ სიცარიელეში ადამიანი უსასრულოდ ეცემა…ცნობიერების ნაკადიც უსასრულოდ მიედინება…ჟან ბატისტ კლამანსმა ჰარი ჰალერი გამახსენა და კიდევ – დოსოტევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”… მეტი
ბოლო კომენტარები