სტუმრად ნომებთან

More

Advertisements

აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება

11187753_987209917990015_1949736007399360543_oლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…

იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა… More

ამბავი სტელან ალდენორისა

11206583_10153060004080668_1521543066305681427_oსტელან ალდენორი სინათლის ორდენის მებრძოლია… სტელან ალდენორი წლების წინ მაქციებისგან გადარჩენილი ჰელდერია… სტელან ალდენორი დავით ჭოჭუას სადებიუტო წიგნის მთავარი გმირია… სიკეთის სახელით მებრძოლი უამრავი გმირი გვინახავს (თუნდაც ბეჭდების საძმოს წევრები, ჰარი პოტერი და მისი მეგობრები, ლილე იროელი და ა.შ.), თუმცა მთავარი ალბათ სწორედ ესაა – ალდენორი არაფრით ჩამოუვარდება მათ. ისიც თავგანწირვით ერკინება ბოროტებას, რომელიც მაქციების, ნეკრომანტებისა და სხვა ავსულების სახით წარმოგვიდგება. მერე რა, თუ მასთან ერთად მაგებიც იბრძვიან… აქ ჯადოქრები და რაინდები ვერაფერს გააწყობენ. გამარჯვება მოხერხებულის მხარეს იქნება, თუმცა არა დანაკარგების გარეშე… სინათლის ორდენი ისეთ “ბნელ” სამყაროში მოღვაწეობს, რომ ზღაპრული გარემო არაფრით დაგიდგებათ თვალწინ… ეს არ არის ტოლკინისეული ჰობიტების ფერადი ქვეყანა (თუნდაც საურონის ბოროტებით დაბნელებული), ან როალინგისეული ბავშვების ხმებით გაჯერებული ჰოგვორტსი (თუნდაც ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ). უფრო ჯორჯ მარტინის სასტიკი სამყაროა – ბევრი სისხლით და ბუნდოვანი (თანაც შორეული) დასასრულით. არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ… ვინ აღმოჩნდება სიკეთის განსახიერება და ვინ ბოროტების? რას იზამს სტელან ალდენორი?

P.S. თუ დაინტერესდით, მიმართეთ გამომცემლობას “წიგნები ბათუმში”. მე კი “სინათლის ორდენის ქრონიკების” მეორე ნაწილს დაველოდები 🙂

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 More

ტოლკინის სამყარო

ლიტერატურულ სამყაროებში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ჯოან როულინგის ჯადოქართა სამყოფელი, კლაივ ლუისის ნარნია და სხვა გამოგონილი ადგილები არასდროს დამავიწყდება, თუმცა არის სამყარო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – ეს არის შუამიწეთი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შვილობილი” კონტინენტი.

შუამიწეთში მოგზაურობა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა არა პირველი ეპოქიდან. “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” ბოროტი ძალის – საურონის – აღზევების ბოლო ეტაპსა და მის დაცემაზე მოგვითხრობს, შუამიწეთის ისტორია კი ბევრად უფრო გრძელია. ამიტომ მის საწყისებში უკეთ გასარკვევად “სილმარილიონი” გადმოვიღე. თუ ტოლკინის სამყარო ჩემსავით გიყვართ, ეს წიგნი კი ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენც იგივეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში არ მოგეწონებათ, რადგან ტრადიციული რომანი არ არის – ისტორიის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს (ჰობიტონში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ სკოლაშიც გვასწავლიდნენ). პირადად მე ისტორია ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან ვისიამოვნე – გარდა იმისა, რომ ძველ ნაცნობებს სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შევხვდი (მაგალითად, გალადრიელს, გენდალფს, ჰობიტებს), შუამიწეთის I-II ეპოქების აქამდე უცნობი ამბებიც შევიტყვე და მორგოთთან (საურონამდელი ბნელი ძალა) ხანგრძლივ ბრძოლაშიც მივიღე მონაწილეობა. სილმარილიების საიდუმლოც გავიგე… მოკლედ, ძალიან ნაყოფიერად ვიმოგზაურე შუამიწეთში… More

ავტოსტოპით გალაქტიკაში

სამყაროს აღსასრული დადგა! დიახ, დიახ, მართლა დადგა. ისე კი არა, როგორც 2012-ში. კაცობრიობა განადგურდა, ოღონდ არა მთლიანად. დედამიწის ორი წარმომადგენელი მაინც გადარჩა – არტური, რომელიც “ჩვენებურად” გადაცმულმა ფორდმა ლამის პირდაპირ ერთკაციანი საპროტესტო აქციიდან გააცუნცულა გალაქტიკისკენ და ტრილიანი, რომელიც მანამდე აღმოჩნდა ზაფოდის – თავად გალაქტიკის ექს-პრეზიდენტის – ხომალდზე. ალბათ გაინტერესებთ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს გადარჩენილები. როგორ და ძალიან “დედამიწურად” – ფორდმა და არტურმა (ამ უკანასკნელმა “პასიურად”) ავტოსტოპით გადაწყვიტეს საფრთხიდან თავის დაღწევა და ზაფოდმა “გაუჩერა”. ჰოდა, დაიწყო დიდი მოგზაურობა ავტოსტოპით გალაქტიკაში… More

ნისლებში და ნისლებს მიღმა

ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…

თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!

ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი… More

დაუვიწყარი მოგზაურობა კორალაინთან ერთად

კორალაინი (ღმერთი არ გაგიწყრეთ და მისი სახელი არ დაამახინჯოთ, თორემ ძალიან გაბრაზდება) ერთი ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, რომლის მშობლებიც მუდამ დაკავებულები იყვნენ და წესიერი სადილის მოსამზადებლადაც კი ვერ იცლიდნენ. ახალ სახლში გადასვლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა – მხოლოდ ფრიად უცნაური მეზობლები – თაგვების მწვრთნელი მოხუცი და ოდესღაც ცნობილი მსახიობი ქალები – შეემატნენ კორალაინის ნაცრისფერ ცხოვრებას. ნამდვილი ცვლილებები კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო…

კორალაინმა , როგორც დიდმა მკვლელვრმა, კარი აღმოაჩინა და ასეთი ცხოვრების პატრონს გული როგორ მოუთმენდა, რომ ამოუცნობი თავგადასავლის კვალს არ გაჰყოლოდა… კარს იქით თითქოს იგივე სამყარო დახვდა. ერთადერთი იქაური დედა კარგი კულინარი დ გამრთობი აღმოჩნდა. მერე რა, თუ თვალების ნაცვლად ღილები ჰქონდა. მამა და მეზობლებიც სულ სხვანაირები გახდნენ… კორალაინიც თავს ბედნიერად გრძნობდა, სანამ ქალბატონმა დედამ ისეთი თვისებები არ გამოავლინა, ბოროტი კუდიანების მთელს ბატალიონს რომ შეშურდებოდა. ჩვენს მამაც გოგონასაც მეტი რაღა დარჩენოდა – ვითომ დედის მიერ მოტაცებული ბავშვების სულები და მოულოდნელად დაკარგული მშობლები უნდა გამოეხსნა. დახმარებას კი მხოლოდ შავი კატისა და მოხუცი მსახიობების მიერ ნაჩუქარი არტეფაქტისგან ელოდა… დანარჩენი თავად ნახეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შეგეშინდეთ 😉

P.S. თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” მიმართეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

სენტ ნიკოლას-ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან

More

დაუსრულებელი ამბავი ენდესგან

“…ფანტასტიკა და ფენტეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩარჩოებს ამსხვრევს, გაიძულებს, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვო, კარი შეაღო, მის მიღმა გასვლის სურვილით აინთო და ზღურბლს უშიშრად გადააბიჯო, შესაძლებლობების მრავალფეროვნება იწამო და მიხვდე თავისუფლების უალტერნატივობას.” – ნატო დავითაშვილი

მალე 19 წელი შესრულდება, რაც ლიტერატურული სამყაროს “წევრი” ვარ (თუ იმ 4 წელიწადს არ ჩავთვლით, როცა ზღაპრებს ვუსმენდი)… თითოეული წიგნი ცალკე ისტორიაა, ზოგადად კი ეს ერთი დიდი დაუსრულებეი ამბავია. ჩვეულებრივი ნაბეჭდი ასოებიდან ადამიანები იბადებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ მანამდე არ ვიცნობდით, მაინც მივყვებით თავგადასავლების საძიებლად. ომებსაც ვიტანთ და ქარიშხლებსაც. ამისთვის უბრალოდ წიგნი უნდა ავიღოთ…

თუმცა რას გიყვებით. ისედაც იცით, რა გრძნობაა, როდესაც თავდავიწყებით ეშვებით წიგნის სამყაროში, ყველაფერი გავიწყდებათ და ვერც შიმშილს გრძნობთ, ვერც სიცივეს. უკვე ახლობლებად მიჩნეულ გმირებს კი დიდი გულისწყვეტით ემშვიდობებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ მათზე ისე ნერვიულობდით, როგორც საკუთარ თავზე… ყველა წიგნი რაღაცით გავსებთ, მაგრამ ამავე დროს სიცარიელესაც გიტოვებთ… More

Previous Older Entries