სამყაროს აღსასრული დადგა! დიახ, დიახ, მართლა დადგა. ისე კი არა, როგორც 2012-ში. კაცობრიობა განადგურდა, ოღონდ არა მთლიანად. დედამიწის ორი წარმომადგენელი მაინც გადარჩა – არტური, რომელიც “ჩვენებურად” გადაცმულმა ფორდმა ლამის პირდაპირ ერთკაციანი საპროტესტო აქციიდან გააცუნცულა გალაქტიკისკენ და ტრილიანი, რომელიც მანამდე აღმოჩნდა ზაფოდის – თავად გალაქტიკის ექს-პრეზიდენტის – ხომალდზე. ალბათ გაინტერესებთ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს გადარჩენილები. როგორ და ძალიან “დედამიწურად” – ფორდმა და არტურმა (ამ უკანასკნელმა “პასიურად”) ავტოსტოპით გადაწყვიტეს საფრთხიდან თავის დაღწევა და ზაფოდმა “გაუჩერა”. ჰოდა, დაიწყო დიდი მოგზაურობა ავტოსტოპით გალაქტიკაში… მეტი
ავტოსტოპით გალაქტიკაში
24 ნოე 2014 5 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ავტოსტოპით გალაქტიკაში, დაგლას ადამსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რესტორანი სამყაროს ბოლოს, ფენტეზი
ნისლებში და ნისლებს მიღმა
21 ივლ 2014 10 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ფენტეზი
ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…
თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!
ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი… მეტი
დაუვიწყარი მოგზაურობა კორალაინთან ერთად
18 ივლ 2014 6 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნილ გეიმანი, საბავშვო, ფენტეზი, ჰორორი
კორალაინი (ღმერთი არ გაგიწყრეთ და მისი სახელი არ დაამახინჯოთ, თორემ ძალიან გაბრაზდება) ერთი ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, რომლის მშობლებიც მუდამ დაკავებულები იყვნენ და წესიერი სადილის მოსამზადებლადაც კი ვერ იცლიდნენ. ახალ სახლში გადასვლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა – მხოლოდ ფრიად უცნაური მეზობლები – თაგვების მწვრთნელი მოხუცი და ოდესღაც ცნობილი მსახიობი ქალები – შეემატნენ კორალაინის ნაცრისფერ ცხოვრებას. ნამდვილი ცვლილებები კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო…
კორალაინმა , როგორც დიდმა მკვლელვრმა, კარი აღმოაჩინა და ასეთი ცხოვრების პატრონს გული როგორ მოუთმენდა, რომ ამოუცნობი თავგადასავლის კვალს არ გაჰყოლოდა… კარს იქით თითქოს იგივე სამყარო დახვდა. ერთადერთი იქაური დედა კარგი კულინარი დ გამრთობი აღმოჩნდა. მერე რა, თუ თვალების ნაცვლად ღილები ჰქონდა. მამა და მეზობლებიც სულ სხვანაირები გახდნენ… კორალაინიც თავს ბედნიერად გრძნობდა, სანამ ქალბატონმა დედამ ისეთი თვისებები არ გამოავლინა, ბოროტი კუდიანების მთელს ბატალიონს რომ შეშურდებოდა. ჩვენს მამაც გოგონასაც მეტი რაღა დარჩენოდა – ვითომ დედის მიერ მოტაცებული ბავშვების სულები და მოულოდნელად დაკარგული მშობლები უნდა გამოეხსნა. დახმარებას კი მხოლოდ შავი კატისა და მოხუცი მსახიობების მიერ ნაჩუქარი არტეფაქტისგან ელოდა… დანარჩენი თავად ნახეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შეგეშინდეთ 😉
P.S. თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” მიმართეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.
სენტ ნიკოლას-ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან
05 მარ 2014 5 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლორა გერინგერი, პალიტრა L, საბავშვო, სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან, უილიამ ჯოისი, ფენტეზი
დაუსრულებელი ამბავი ენდესგან
05 თებ 2014 7 Comments
in გერმანული, ლიტერატურა ტეგები:დაუსრულებელი ამბავი, დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიხაელ ენდე, ფენტეზი
“…ფანტასტიკა და ფენტეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩარჩოებს ამსხვრევს, გაიძულებს, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვო, კარი შეაღო, მის მიღმა გასვლის სურვილით აინთო და ზღურბლს უშიშრად გადააბიჯო, შესაძლებლობების მრავალფეროვნება იწამო და მიხვდე თავისუფლების უალტერნატივობას.” – ნატო დავითაშვილი
მალე 19 წელი შესრულდება, რაც ლიტერატურული სამყაროს “წევრი” ვარ (თუ იმ 4 წელიწადს არ ჩავთვლით, როცა ზღაპრებს ვუსმენდი)… თითოეული წიგნი ცალკე ისტორიაა, ზოგადად კი ეს ერთი დიდი დაუსრულებეი ამბავია. ჩვეულებრივი ნაბეჭდი ასოებიდან ადამიანები იბადებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ მანამდე არ ვიცნობდით, მაინც მივყვებით თავგადასავლების საძიებლად. ომებსაც ვიტანთ და ქარიშხლებსაც. ამისთვის უბრალოდ წიგნი უნდა ავიღოთ…
თუმცა რას გიყვებით. ისედაც იცით, რა გრძნობაა, როდესაც თავდავიწყებით ეშვებით წიგნის სამყაროში, ყველაფერი გავიწყდებათ და ვერც შიმშილს გრძნობთ, ვერც სიცივეს. უკვე ახლობლებად მიჩნეულ გმირებს კი დიდი გულისწყვეტით ემშვიდობებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ მათზე ისე ნერვიულობდით, როგორც საკუთარ თავზე… ყველა წიგნი რაღაცით გავსებთ, მაგრამ ამავე დროს სიცარიელესაც გიტოვებთ… მეტი
ლურჯი სუფრის მოცეკვავე და დინდინელა
30 იან 2014 4 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლილე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლურჯი სუფრის მოცეკვავე, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, პატარა დინოზავრი დინდინელა, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი, ქარჩხაძის გამომცემლობა
ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…
…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა! მეტი
რინსვინდისა და ორყვავილას დაბრუნება
29 სექ 2013 2 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორყვავილა, რინსვინდი, საინტერესო დროება, ტერი პრატჩეტი, ფენტეზი
გისურვებთ, რომ საინტერესო დროებაში გეცხოვროთ. – ძველი წყევლა
რინსვინდისა და ორყვავილას ძალიან სახალისო თავგადასავლები გახსოვთ? თუ სერ ტერის ორად ორი ქართული თარგმანი წაკითხული გაქვთ, ვერ დაივიწყებდით, თუ არადა პოსტებიდან გეხსომებათ (ჯერ მარტო ერთ “მეზობელ” ბლოგზე ისეთი პოსტი დაიწერა…). ჰოდა ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ არკ-მორპორკში არ მოფრინდა ალბატროსი, არც ის წერილი მოიტანა, რომელშიც აქატის იმპერია დიდი ჯადოქრის გამოგზავნას ითხოვდა. შედეგად მათთან მართლაც განსაკუთრებული – ყველაზე მშიშარა და უვიცი – ჯადოქარი რინსვინდი არ გაგზავნეს… მეტი
ისევ ლილე…
03 ივლ 2013 12 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მითოლოგია, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი
ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂
…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება… მეტი
ამბავი ლილე იროელისა
31 მაისი 2013 21 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, მითოლოგია, ნატო დავითაშვილი, ფენტეზი
“როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!” – ასე წარმოგვიდგენს ქარჩხაძის გამომცემლობა “იროელთა ქრონიკების” პირველ წიგნს. რატომღაც მათ ეს წიგნი უკვე გამოსულ გაგრძელებებთან ერთად საბავშვო წიგნების კატეგორიაში განათავსეს, არადა ფენტეზის მოყვარული დიდებიც სიამოვნებით ვეცნობით. ქართული მითოლოგია პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვაინტერესებს, მით უფრო, რომ ამ სფეროს ცოტა თუ იცნობს (პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას მშობლიურზე უკეთ ვიცნობ).
ბავშების მსგავსად ჩვენც დიდი სიამოვნებით მივუყვებით უძველესი საქართველოს გზებს (სხვათაშორის, გზამკვლევი წიგნის ყდაზეა მოცემული). მერე რა მასპინძლები გვყავს – როშკაშში დევთ დედას “შვილი” კეთილი დევები გვხვდებიან და ბურდას ოჯახში გვეპატიჟებიან, მიწის ქვეშ, კაცმაცუნების სამყოფელში მხიარული კედელთმწერი აბო თავისი მოხუცი მშობლების სახლისკენ გვეწევა, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები და მათი კეთილი დედოფალი თეკლა საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად გვიწვევენ, ფასისში მმართველი ბაკურის ასულებს – თუთასა და კაისას ვეცნობით, ცეცხლოვან მიწაზე მჭედელ პირქუშთან ერთად ხალიბური ფოლადის იარაღს ვაწრთობთ, ტაბაკონის მთაზე როკაპის შავბნელ საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას, სანე-ღელეში ღვთისშვილების საიდუმლოს ვიგებთ, სამშვილდეში ქაჯებს ვებრძვით ბერი ბაადურის, კოპალასა და იახსარის მხარდამხარ… ბოლოს ბნელთმეუფის საუფლოშიც კი ამოვყოფთ თავს – აბა, ლილეს და რუფიას მარტო ხომ არ გავუშვებთ სამსალას დასამარცხებლად… მეტი
თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი
25 მაისი 2013 9 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, ნორვეგიული, ქართული ტეგები:ადიბასი, აკა მორჩილაძე, ამბავი ლილე იროელისა, ამერიკელები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გროზნოს ანგელოზი, დათო ტურაშვილი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ბურჭულაძე, თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მწვანე გზა, ნატო დავითაშვილი, ობოლე, ოსნე საიეშტადი, პორტნოის სინდრომი, სრული გასხივოსნება, სტივენ კინგი, ტიბეტი არ არის შორს, ფენტეზი, ფილიპ როთი, ფლობერის თუთიყუში, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნის ფესტივალი, ჯონათან საფრან ფოერი, ჯულიან ბარნსი
თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.
ბოლო კომენტარები