შესანიშნავი რვიანი

ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი. ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც რვა ძალიან კარგი მწერლის შემოქმედებას აერთიანებს. More

Advertisements

უბიკ(ებ)ის სამყაროში…

Untitledწარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეთ, მთქნარებით მიხვედით მადუღარასთან და ყავის მაგივრად სულ სხვა რამემ გამოგაფხიზლათ – მადუღარამ 5 ცენტი მოგთხოვათ! დიახ, თქვენ შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ ამ ფაქტმა, მაგრამ ფილიპ დიკის სამყაროში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მერე რა, თუ მაცივარი გასამრჯელოს გარეშე არ იღება და არც კარი გატარებთ უსასყიდლოდ. სამაგიეროდ შეგიძლიათ სიკვდილის მერეც იცხოვროთ (თუ შეიძლება თუნდაც ნახევარ-სიცოცხლე ვუწოდოთ “საყვარელ ძმათა მორატორიუმში” არსებობას). თუ ამაში ეჭვი გეპარებათ და მაინც განერვიულებული ხართ, არც ესაა პრობლემა. წაბრძანდით აფთიაქში და შეიძინეთ დამამშვიდებელი საშუალება უბიკი. შემდეგ ფასიანი ლიფტით ისევ სახლს დაუბრუნდით და მიირთვით გემრიელი უბიკი, დააყოლეთ უბიკი და წაიკითხეთ უბიკი… რაღაც ძალიან ბევრი უბიკი ხომ არ არის გარშემო? ძალიან ხომ არ გამრუდდა აწმყო? ან იქნებ ეს სულაც არ არის აწმყო და წარსულია, ან მომავალი? და იქნებ თქვენ რომ ახლა ამაზე ფიქრობთ, ვიღაც ამ თქვენს ფიქრებს ხედავს? ხომ არ აჯობებს, რომ ინერციალების ჯგუფი დაიქირავოთ და ტელეპატებისგან დაცვა სთხოვოთ? მაგრამ ხომ ნახეთ რა დაემართათ ჯო ჩიპს და მის თანამებრძოლებს? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ქნათ… შეიძლება ფილიპ დიკმა იცოდეს, ან მანაც ვერ გიპასუხოთ… ვინ იცის… More

მომავლის სამყარო დიკისგან

მომავლის სამყაროზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? თუ სამეცნიერო ფანტასტიკა გიზიდავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მათ შორის იქნებოდნენ დიდებული რეი ბრედბერი და აიზეკ აზიმოვი, თუმცა თუ ფილიპ კ. დიკს არ იცნობთ, ჩათვალეთ, რომ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გინახავთ. რატომ? ახლავე გიამბობთ. More

ეს რომ მოხდარიყო…

shop_product_image_136154ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…

პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… More

იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა

flow-my-tears-the-policeman-said-coverგიოცნებიათ ოდესმე “სელებრითობაზე”? რა თქმა უნდა, არ არის ურიგო, როცა ყველა გცნობს, ყოველკვირეულად მრავალმილიონიანი აუდიტორია უყურებს შენს სატელევიზიო შოუს და შენი ერთადერთი საფიქრალი შემოსავლის დახარჯვის გზების ძიებაა… თუმცა ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. როგორ? ამას ჯეისონ ტავერნერი განგიმარტავთ. მან ეს საკუთარი გამოცდილებით იცის…

ერთხელ ჯეისონ ტავერნერმა საავადმყოფოს პალატის ნაცვლად სასტუმროს ბინძურ ოთახში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მას არავინ იცნობს, უფრო სწორად კი, ის საერთოდ არ არსებობს. მისი მონაცემები თვით გესტაპოსა და “კაგებეზე” უფრო ძლევამოსილ პოლიციასაც კი არ აქვს… ამიტომაც ოფიციალურად ის სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა და ისევე იდევნება, როგორც ყველა მოაზროვნე (ამ ქვეყანაში ხომ სტუდენტობა უკვე დანაშაულია)… თავად კი არც კი იცის, რა იფიქროს. რა არის ეს – ალტერნატიული რეალობა, სრული სინამდვილე, უცნაური ილუზია, სიზმარი, ხუმრობა თუ რაიმე სხვა? თუმცა ამას ამ წუთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ტავერნერი გაექცეს პოლიციას, რომელიც თვალს არ აცილებს და სიფრთხილით შეხედოს იმ ადამიანებს, რომლებსაც “ახალ” ცხოვრებაში ხვდება. არავინ იცის, ვინ არის დაკავშირებული პოლიციასთან… არავინ იცის საიდან იყურება ყოვლისმხედველი თვალი… მოახერხებს ჯეისონ ტავერნერი გადარჩენასა და საკუთარი თავის დაბრუნებას? ეს თავად უნდა ნახოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნია.

ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი I)

კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი” – მცირეოდენი “იძულებითი” შესვენების შემდეგ ისევ ფანტასტიკას დავუბრუნდი (კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები დამიგროვდა ამ ჟანრში და ბარემ… : ) ). ამჯერად ჩემს საყვარელ იაპონიაში “გავემგზავრე”, კერძოდ კი ტოკიოს კვლევით ინსტიტუტში, სადაც წინასწარმეტყველი მანქანის შექმნას ცდილობენ და გზად სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტსაც “გადააწყდებიან”. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, აქ დეტექტივსაც შეხვდებით – თავისი მკვლელობებით, გამოძიებით და, რაც მთავარია, მოულოდნელი ფინალით… მოკლედ, იაპონია იაპონიაა, კობო აბე კი კობო აბე : ) … More