ჩვეულებრივი კაცი

“დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.” გურამ დოჩანაშვილი.
ის ჩვეულებრივი კაცი იყო… იმდენად ჩვეულებრივი, რომ სახელიც კი არ ჰქონდა… ჩვეულებრივი ბავშვობით, მოზარდობით, ზრდასრულობით, სიბერით… მას ჰყავდა მშობლები, რომლებიც ძალიან უყვარდა და ამას ყველაზე უკეთ მათი სიკვდილის შემდეგ მიხვდა… ძმა, რომელიც მისთვის  ერთდროულად კერპიც იყო და შურის ობიექტიც… ცოლები, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა, თუმცა თავიდან ერთგული ქმრის ყოფაზე ოცნებობდა… შვილები, რომლებიც მიატოვა… და ქალიშვილი – ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლა უყვარდა… და რა დარჩა საბოლოოდ? მხოლოდ ავადმყოფობა, სიბერე, ფიქრები სიკვდილზე… და მარტოობა… მარტოობა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ასე ხშირად ირჩევენ – საკუთარი ცხოვრების წესით, საქციელით, იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც იღებენ… ოდესმე ეს ყველას ცხოვრებაში დგება – გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ… ყველა ჩვეულებრივი კაცის ცხოვრებაში…

ამერიკული ნოველა

imagesaaალბათ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, ისტორია 240 წლის წინათ იწყება. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალგაზრდა, თუმცა ვერაფრით დავეთანხმებით ბევრის მოსაზრებას, რომ ასეთი “ასაკის” ქვეყანასთან მეგობრობა ჩვენს “ღირსებას” ჩრდილს აყენებს. ასეთი იდეების გამხმოვანებლები რატომღაც არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ 3 საუკუნეზე მცირე დროში აშშ-მ მოახერხა როგორც ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ასევე მსოფლიო კულტურის გამდიდრება დიდებული ლიტერატურითა და მუსიკით… მათი ასეთი დამოკუდებულების მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ არც ისტორია აინტერესებთ, არც ნიუ-ორლეანში შექმნილი ჯაზი ანიჭებთ სიამოვნებას და არც ამერიკელი მწერლების განუმეორებელი ნამუშევრები წაუკითხავთ. ამის გამოსწორება არასდროსაა გვიან. დასაწყისისთვის კი ყველაზე მარტივი ნამდვილი ამერიკული ნოველების წაკითხვა იქნება. More

ეს რომ მოხდარიყო…

shop_product_image_136154ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…

პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… More

ამერიკული ტრილოგია როთისგან

philip-rothფილიპ როთი თითქმის ორი წლის წინ გავიცანი (ასე სწრაფად გაირბინა დრომ სერია “ამერიკელების” დაწყებიდან). ალექს პორტნოის ამბავმა მაშინ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა და მას შემდეგ სულ მინდოდა ამ მწერალთან დაბრუნდება. თუმცა ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება. ამჯერადაც ჩემი და ფილიპის შეხვედრა “დიოგენეს” დამსახურებით მოხდა – სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში “ამერიკული პასტორალის” გამოსვლამ “ამერიკული ტრილოგიის” სრულად წაკითხვა “მაიძულა”. More

სერია “ამერიკელები”

544697_454455054639100_843150363_nსულ ახლახანს გამომცემლობა “დიოგენემ” კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა – “დიოგენეს ბიბლიოთეკის” პარალელურად პერიოდულად ახლადნათარგმნ ამერიკელებსაც “დავაგემოვნებთ” ხოლმე. პირველი სამი წიგნი უკვე გამოსულია, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂 More

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

More