12 მაისი 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მწერლებსა და წიგნებზე, ფოლკნერი, შექსპირი, ჰემინგუეი
აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და თითქოს მისი გმირები ცოცხლდებიან, ფურცლებიდან გადმოდიან, ხელს გტაცებენ და ხან ძველ თბილისში ამოგაყოფინებენ თავს, ხანაც – შუაგულ ვაკეში.
“მწერლებსა და წიგნებზე” კი სულ სხვანაირი წიგნია. აკა არც ჩვეულ ალუზიებს მიმართავს, არც სიუჟეტს “ხლართავს”. აკი ხშირად ამბობს, მწერლობა არ მინდაო და აი, მოირგო კიდეც მკითხველ-კრიტიკოსის როლი (ოღონდ კრიტიკოსიც ისეთივეა, როგორიც მწერალი – “ჩვენიანი”).
ჩვენთან დიალოგსაც (ამას თხრობას ვერ ვუწოდებთ – ზუსტად დიალოგია – თითქოს ფინჯანი ყავის თანხლებით ვსაუბრობთ) ისეთი კაცის გაცნობით იწყებს მწერალი რომ არ იყო, მაგრამ წიგნებს წერდა და ცნობილი მსახიობის სეხნიაც გახლდათ (რიჩარდ ბარტონი). შემდეგ ამბროზ ბირსზე გვიამბობს, კიდევ ვაშინგტონ ირვინგზე, ნათანიელ ჰოთორნზე… მოკლედ, აკასთან შეხვედრას თუ გადაწყვეტთ, ჩასანიშნად უნდა მოემზადოთ – ღმერთმა არ ქნას და რამე გამოგრჩეთ – საინტერესო მოგზაურობას გამოაკლდებით. მეტი
05 აგვისტო 2013
by Kejeradze
in ამერიკული, გერმანული, ლიტერატურა, უნგრული
ტეგები:აგვისტოს ნათელი, გიუნტერ გრასი, თუნუქის დოლი, იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, სამოთხიდან აღმოსავლეთით, ფაშიზმი, ფოლკნერი, ჯონ სტაინბეკი
გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”… მეტი
24 ნოე 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ბრიტანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული, ჩეხური
ტეგები:გზაზე, დაიკიდე ჯივზ, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვუდჰაუსი, კარდინალი მარტინი, კირჩხიბის ტროპიკი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, ორჰან ფამუქი, ოსტერი, პალანიკი, რა სწამს მას ვისაც არ სწამს, სირცხვილი, სტამბოლი მოგონებები და ქალაქი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჯეკ კერუაკი, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰენრი მილერი
სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი
27 მაისი 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ბელგიური, ბრიტანული, გერმანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული
ტეგები:ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დაიკიდე ჯივზ, დამსვენებელი, დაცემა, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვისაც არ სწამს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, მკვლელის ჰიგიენა, ნოტომი, ოსტერი, რა სწამს მას, სიტყვები, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, შავი ჭირი, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯილბერტი, ჰიტლერი
მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი
ბოლო კომენტარები