კაფკას წერილი მამას

მამებისა და შვილების ურთიერთობაზე უამრავი წიგნი დაწერილა (ტურგენევმა სათაურიც კი ასეთი შეურჩია თავის წიგნს), თუმცა ფრანც კაფკას “წერილი მამას” განსაკუთრებულია. ამის მიზეზი ერთი რამ გახლავთ – ეს არ არის მწერლის მიერ შექმნილი ამბავი რეალურად არსებულ თემაზე. ეს ნამდვილი წერილია! More

Advertisements

მარტის მოგზაურობები

397025_10151293405852801_571509635_n

ჰარუკი მურაკამის “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” – ჰაჯიმე წარმატებული ბარის მფლობელია, შიმამოტო – მისი ბავშვობის სიყვარული. ჰაჯიმეს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს შიმამოტოს, ვერც იძუმის, რომელსაც ოდესღაც ცუდად მოექცა. ჰაჯიმე ბედნიერია, მაგრამ თავს მაინც ისე გრძნობს, როგორც მზის დასავლეთით (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ).  ჰაჯიმეს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ბავშვობაში უბრალოდ განიცდიდა დედისერთობას, უბრალოდ გაიცნო ასევე დედისერთა შიმამოტო, შემდეგ უბრალოდ ვეღარ ჩავიდა მის სანახავად, იძუმის უბრალოდ უღალატა მისსავე ბიძაშვილთან, ცოლსაც უბრალოდ ღალატობდა და შიმამოტოსთან შეხვდრასაც უბრალოდ გაურბოდა, სანამ თავად შიმამოტო ძალიან უბრალოდ არ მიუჯდა გვერდით… მერეც ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ჰაჯიმე უბრალოდ რჩება დიდი სიცარიელისა და მელანქოლიის ამარა… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჰაჯიმე უბრალო იაპონელი ბიჭია – უბრალო განცდებითა და უბრალო ცხოვრებით… More

თებერვლის მოგზაურობები

297777_10152321282460029_1171475584_n ფრანც კაფკას “პროცესი” – ერთ ჩვეულებრივ დილას იოზეფ კ.-მ გაიღვიძა და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. გრეგორი ზამზასგან განსხვავებით მწერად არ გადაქცეულა. ის უბრალოდ დააპატიმრეს. არც ვინმე მოუკლავს, არც გაუქურდავს – საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული (ყოველ შემთხვევაში, კაფკა ამაზე არაფერს გვეუბნება), მაგრამ მაინც მოუწყვეს პროცესი ისე, რომ მიზეზი ვერც კი გაიგო… უფრო სწორად, არც უცდია ამის გაკეთება… და ყველანი ასე არ ვექცევით კანონს? მღვდლის იგავის გმირივით მშვიდად ვსხედვართ და მხოლოდ ბოლო წუთს გვახსენდება მთავარი კითხვა. მანამდე კი სიცრუე სისტემად იქცევა და თემიდა სულაც არ არის მიუკერძოებელი მსაჯული – ცხოვრება ხომ სრული აბსურდია და რა გასაკვირია, თუ ადამიანს ძაღლივით მოექცევიან… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – კაფკა ერთ-ერთია იმ სამ მწერალს შორის, რომლებსაც მე-20 საუკუნის მოვლენებად მიიჩნევენ. დანარჩენ ორს ახლო მომავალში გავიცნობ ( პრუსტსა და ჯოისს), თუმცა კაფკას მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს მწერლებთან ერთჯერადი “შეხვედრა” საკმარისი არ არის – პერიოდულად გადაკითხვა და ახალი დეტალების აღმოჩენაა საჭირო… More