რამდენი წიგნი წაგიკითხავთ მოზარდებსა და რასიზმზე? ალბათ უამრავი (მხოლოდ ჰოლდენ კოლფილდის ამბავი და “მოსამსახურე” რად ღირს). რთულია ამ თემებზე რაიმე ახლის დაწერა. სწორედ ამიტომ არასდროს მიფიქრია სიუ მონკ კიდის “ფუტკრების იდუმალი ცხოვრების” წაკითხვა (ფილმის ყურებას ვაპირებდი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ლიტერატურასა და კინოსთან მიმართებაში, “რიგმა არ მოუწია”). თუმცა მას შემდეგ, რაც ის “დიოგენემ” გამოსცა სერია “et cetera”-ს ფარგლებში, დავინტერესდი და “გავუდექი გზას” ამერიკული სამხრეთის მიმართულებით. მეტი
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
11 აგვისტო 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიუ მონკ კიდი, ფუტკრების იდუმალი ცხოვრება, et cetera
ბოლო კომენტარები