სუადის “ცოცხლად დამწვარი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! უფრო სწორად, იმ სინამდვილემ გამაოგნა, რაც აქ აღმოვაჩინე. სუადი ხომ თავის ცხოვრებას აღწერს (ამ წიგნის “ავტობიოგრაფიულობა” რამდენად შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცი, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა), უბრალო პალესტინელი ქალის ცხოვრებას, რომელიც ჩასახვის წამიდანვე საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ეს ის ადგილია, სადაც დედები ახალდაბადებულ ქალიშვილებს ცხვრის ტყავით გუდავენ. თუ მაინც მისცეს სიცოცხლის უფლება, მაშინ მათი ყოფა არსებობა უფროა, ვიდრე სიცოცხლე. მამა, ძმა, შემდეგ კი ქმარი უპირობო ბატონები არიან. მათ შეუძლიათ ცხოველებზე უარესად მოექცნენ პატარა გოგონებს (ნორმალური ადამიანები ცხოველებსაც არ სცემენ) და თუ გადაწყვეტენ, შეუძლიათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ, სუადივით ცეცხლიც კი წაუკიდონ და ცოცხლად დაწვან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შეუყვარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლიან ზეწარს ვეღარ გამოფენენ ყველას დასანახად და შვილის გაყიდვით მიღებულ ოქროს ვერ გადაითვლიან… და ამ ყველაფერს რელიგია ითხოვს? არ არსებობს ასეთი რელიგია! არც ბიბლიაში წერია ასეთი რამ, არც ყურანში და არც სხვა რელიგიათა წიგნებში! ღმერთი არ მოითხოვს ადამიანთა ასეთ ტანჯვას და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ღმერთს! მეტი
შემოდგომა აღმოსავლეთში
30 ნოე 2013 10 Comments
in ავღანური, ლიტერატურა, ნორვეგიული, პალესტინური, ფრანგული ტეგები:ათასი კაშკაშა მზე, არტანუჯი, ერიკ-ემანუელ შმიტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოსნე საიეშტადი, სუადი, ულისე ბაღდადიდან, ფრანით მორბენალი, ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე, ცოცხლად დამწვარი, ხალედ ჰოსეინი
ბოლო კომენტარები