ფრანგულ ლიტერატურას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს ალბათ ოჯახის ბიბლიოთეკის დამსახურებაა, რომელიც რატომღაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს მოიცავს (საბჭოთა დროს წიგნების შოვნა ხომ მარტივი საქმე არ გახლდათ) და კიდევ დედაჩემის, რომელიც პროფესიის გავლენით თავადაც ღრმადაა ჩახედული ფრანგულ კლასიკაში… ყველაზე მეტად კი მაინც იმის, რომ ეს ცალსახად არის ის ქვეყანა, რომელმაც უამრავი დიდი შემოქმედი აჩუქა მსოფლიოს (აბა დაკვირდით – ქართველი მწერლების გარდა, ვის ვკითხულობთ ყველაზე ხშირად? ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ და რუს ავტორებს, რადგან მათ შორის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს). მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის ემილ ზოლა – რუგონ-მაკარების შეუდარებელი საგის ავტორი. მეტი
ქალთა ბედნიერება
20 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ემილ ზოლა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რუგონ-მაკარები, ქალთა ბედნერება
ბოლო კომენტარები