რუსული ქარბუქი

ქარბუქი… ტრადიციული რუსული ქარბუქი… ამჯერად ქარბუქში საქმროსთან შესახვედრად წასული მარია გავრილოვნა არ დაკარგულა… არც ტოლსტოის გზააბნეული გმირი… გზას ექიმი გარინი ასცდა, რომელმაც ვაქცინით დაზომბებისგან უნდა იხსნას ადამიანები… არც მოვლენები ვითარდება პუშკინის დროს (თუმცა მწერლის ენა “ძველებურად” დახვეწილია), თუმცა ეპოქასა და პერსონაჟებს რა მნიშვნელობა აქვს… მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი ხომ ქარბუქია… ქარბუქი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებას, ბედისწერას… ადამიანები ხომ დამოკიდებულნი არიან რუსულ გეოგრაფიაზე… ისინი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ, მაინც იკარგებიან უსაზღვრო რუსულ სივრცეში, რომელშიც დრო გაჩერებულია, ყველაფერი იმტვრევა, გზა კი არავინ იცის სადაა, რადგან მისი მონიშვნა არც სჭირდებათ… ესაა რუსული ცხოვრება საუკუნეების მანძილზე – ცხოვრება ქარბუქში… მეტი