“მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება”
აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და ფოტოებიდან ნამდვილი ადამიანები შემოგცქერიან. შემდეგ ეს ადამიანები ნელ-ნელა ამოძრავდებიან, ხელს ჩაგავლებენ და პირდაპირ XIX-XX საუკუნეების თბილისში ამოგაყოფინებენ თავს… და იწყება თექვსმეტი ისტორია რეალურ ქალაქზე, რომელშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენ…
ძველ თბილისში “მოგზაურობა” ნამდვილ თავადთან შეხვედრით იწყება. თავადი ბარიატინსკისა და ქართველი ქალის სყვარულის ისტორიას ალბათ ყველა იცნობს. სწორედ ამ ქალის ბიძა გახლდათ ჩვენი თავადი – ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი. თანამედროვეობას ვერ მორგებულ თავადებს კიდევ ერთი თავი ეძღვნებათ, თუმცა სხვა თბილისელებსაც უხვად შეხვდებით – ზოგს ნაცნობს და ზოგსაც უცნობს. აკა ხან ცნობილ ყაჩაღებზე მოგვითხრობს (თუნდაც ლეგენდარული არსენა რად ღირს), ხანაც თავზეხელაღებულ გურულებზე (მაგალითად, ფირალ დათიკო შევარდნაძეზე), ქართველ რევოლუციონერებზე, პირველ თეატრზე, ოპერის ცნობილ შენობაზე, მაშინდელ ქართულ გაზეთებზე, ღვინისა და ქართველების ურთიერთობაზე, ასევე დიდ ქართველებზე – ხალისიან და ამავე დროს სევდიან, არარეალიზებულ ტატოზე, მუდმივად ჯანმრთელობასა და განათლებაზე მზრუნველ იაკობზე, უცნაურად დაკარგულ ვანოზე, ლუკასა და მის ძმებზე, ნიკალაზე, ილიასა და მის დაუღალავ ბრძოლაზე… მეტი
ბოლო კომენტარები