ქართული პროზის მივიწყებული საგანძური

ქართულ ლიტერატურას ასე თუ ისე ყველა კარგად იცნობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი საგანია და იძულებით ვსწავლობთ, ვკითხულობთ “სპეციალისტების” მიერ განსაზღვრულ პროგრამას და, როგორც წესი, ვერ ვიგებთ, ვერ ვიყვარებთ მწერლებს, რომლებმაც რეალურად გენიალური ნაწარმოებები დაგვიტოვეს (მათდამი პატივისცემა უკვე მერე – ზრდასრულ ასაკში – “მოდის”). ისეთი ავტორები კი, რომლებიც ვერ მოხვდნენ “რჩეულთა” შორის, საერთოდაც ყურადღების მიღმა გვრჩებიან. სწორედ ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად რამდენიმე წლის წინ “პალიტრა L”-მა სერია “ქართული პროზის საგანძური” შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი და ასევე ოდნავ მივიწყებული ქართველი პროზაიკოსები გააერთიანა. More

სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა… More