გომბროვიჩის პორნოგრაფია

სანამ ახალ წიგნს გადაშლით, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას? სათაურს? მაშინ არ წაიკითხოთ ვიტოლდ გომბროვიჩის წიგნი, არ წაიკითხოთ! აქ ვერ ნახავთ სექსს, ვერც კოცნას… და სიშიშვლეს? აქ ვერ ნახავთ შიშველ სხეულს, მაგრამ ნახავთ უფრო მეტს – შიშველ ტვინს! დიახ, დიახ, ვიტოლდი და მისი მეგობარი ფრიდერიკი, რომლებიც ომის დროინდელ პოლონეთში სოფელს სტუმრობენ და ერთობ “უცნაურ” თამაშში ჩაებმებიან, ბოლომდე აშიშვლებენ საკუთარ ტვინს, გონებას, სულს… და განა ეს არ არის ჭეშმარიტი პორნოგრაფია? განა მათი სურვილი, რომ ერთმანეთისკენ უბიძგონ მოზარდებს – კაროლსა და ჰენიას, არ არის ერთგვარი ეროტიკა? და რას იტყვით ვიტოლდ გომბროვიჩზე, რომელსაც რეალურად არასდროს უნახავს ომი? იქნებ ესეც საკუთარი ქვეცნობიერის, საკუთარი მეორე “მეს” გაშიშვლებაა? და წიგნის ფურცლებზე დაღვრილი სისხლი, რომელსაც თითქოს არაფერი მოასწავებდა? და დასასრული? არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ამ წიგნზე, მაგრამ ერთი რამ კი ცალსახაა – ამაზე ვერ ისაუბრებთ, ეს უნდა წაიკითხოთ! მეტი

ფოსტალიონი ჩინასკი

იცნობთ ჩარლზ ბუკოვსკის? თუ პასუხი დადებითია, ალბათ დამეთანხმებით, რომ საზიზღარი ბებერია 🙂 მაგრამ სწორედ ამ “თვისების” გამოა ასე საინტერესო (და სახალისო) ჰენრი ჩინასკის ამბები. ამ “ბინძურ” ისოტრიებს შორისააა ჰენრის “ფოსტალიონობის” პერიოდიც (არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინასკი თავად ჩარლზია. ასე უფრო “ეფექტურად” წავიკითხავთ მის წიგნებს), რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სწორედ ფოსტის შიდა სამზარეულო ანიჭებს. მისი მაშინდელი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები – სექსი, ალკოჰოლი, დოღი და “ნეტარი უსაქმურობა” ხომ არც სხვაგან გვაკლია… აი, ფოსტალიონების ცხოვრება კი ნამდვილად უნიკალურია ჰენრი ჩინასკის ყოფაში. თანაც მთელი 12 წელი! ეს საოცარია როგორც თავად ფოსტალიონი ჩინასკის, ისე ფოსტისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის 100%-ით იყო ამოვარდნილი ნორმალური (იდეალურობას ნუ მოვთხოვთ) თანამშრომლის ჩარჩოდან, ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც თავად წასულა სამსახურიდან (არადა მის მიერ აღწერილი ფოსტა აშკარად საშინელ სამუშაო ადგილს ჰგავს) და არც გაუშვიათ… და იცით რა? მე მგონი, ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩინასკისაც და ამერიკის ფოსტის მესვეურებსაც! ისინი რომ არა, ჩვენ ვერასდროს შევიგრძნობდით ფოსტალიონის ცხოვრებას ისე, თითქოს თავად ვიმუშავეთ იქ (არ მითხრათ, ფოსტალიონების ცხოვრებაზე ქართული ფილმიც ხომ გვაქვსო. სად ძალიან კარგი, თუმცა იმ დროის შესაბამისად “იდეალური” ფილმი და სად “საზიზღარი ბებერი” ჩინასკი:)))… მეტი

ილუზიების წიგნი ოსტერისგან

506181929 წელი – მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰექტორ მანი უკვალოდ ქრება… 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პროფესორი დევიდ ზიმერი ავიაკატასტროფაში დაღუპულ ოჯახს დასტირის და დარდს სასმელში ახრჩობს. პარალელურად უაზროდ მისჩერებია ტელევიზორის ეკრანს და უცებ ხდება სასწაული… დევიდი ხედავს ჰექტორს და მათი გზები სამუდამოდ იკვეთება. დიდი ხნის გარდაცვლილად მიჩნეული და უკვე დავიწყებული მსახიობი ჯერ “მკვდრეთით აღმდგარი” ზიმერის წიგნში ცოცხლდება, შემდეგ კი – რეალურ ცხოვრებაში (წიგნებსა და ფილმებში ხომ სულ ასე ხდება – გვამი არ ჩანს? მაშინ ის არც არსებობს) და იცვლება არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჩვენი ცხოვრებაც… მეტი