წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
ბოლო კომენტარები