ქრონიკული დაღლილობის სურნელი

ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… More